კვირა, ივლისი 13, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ბღავიან რაღაც ბოტოქსზე და ა.შ. ნუ სირცხვილია უბრალოდ,...

“ბღავიან რაღაც ბოტოქსზე და ა.შ. ნუ სირცხვილია უბრალოდ, თუმცა კიდევ უფრო მეტად შერცხვებათ, როცა პროცესს წააგებენ” – ნიკა გვარამიამ

,,მთავარი“ არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კომენტარი გააკეთა მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. მისი განცხადებით პროკურორის და მოსამართლის გადაწყვეტილება აისახება ევროპის ადამიანის უფლებათ სასამართლოში გაგზავნილ დოკუმენტაციაში:

,,რაც შეეხება დღევანდელ პროცესს თვალნათელია, გაცილებით უფრო თვალნათელი, ვიდრე წინა პროცესზე, პროკურორების სრულიად პოლიტიკური განცხადებები, ჩაჩრები.

არ ვიზიარებ მე მოსამართლის გადაწყვეტილებას ცხადია სატელევიზიო განცხადებების შეფასებასთან დაკავშირებით – ერთ-ერთი პროკურორის, მაგრამ ეს ჩვენთვის სასარგებლო იყო, პროკურორის განცხადებაც და მოსამართლის გადაწყვეტილებაც. ეს აუცილებლად აისახება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის გაგზავნილ დოკუმენტაციაში.

რაც შეეხება პოზიციას, საქმე არის აბსოლუტურად აბსურდული. დღევანდელი დღე არ ეხებოდა თითოეული ბრალდების განხილვას, ამასაც გავივლით. ანახებს ყველა არხი დარწმუნებული ვარ, მათ შორის სამთავრობო არხებიც და ნახავთ როგორ ანულირდება ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა ბრალდება.

სისულელე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ პროკურორებისგან უკონტექსტოდ, უადგილოდ. როცა მათი სიტყვა არ არის, მაშინაც კი ბღავიან რაღაც ბოტოქსზე და ა.შ. ნუ სირცხვილია უბრალოდ, თუმცა კიდევ უფრო მეტად შერცხვებათ, როცა პროცესს წააგებენ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართულ ოცნებაში" შექმნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...