შაბათი, ივლისი 12, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"საათები დაგვჭირდა ჩვენ, რომ მიგვეგნო სად იყო ჩამოყვანილი...

“საათები დაგვჭირდა ჩვენ, რომ მიგვეგნო სად იყო ჩამოყვანილი გიგი” – გიორგი კონდახიშვილმა

ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს და გადაიყვანეს მარნეულის დროებით იზოლატორში. როგორც მისი ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, ედავებიან წვრილმან ხულიგნობას:

,,გიგი უგულავა არის აბსოლუტურად უკანონოდ დაკავებული. მას ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას. თითქოსდა მან რაღაც დაარღვია, თითქოს იგინებოდა და აყენებდა შეურაცხყოფას პოლიციის თანამშრომლებს. ასეთი რამ მსგავსი არ ყოფილა, კადრებიც იხილა საზოგადოებამ.

უბრალოდ პოლიციის თანამშრომლებმა იგი დააკავეს და ყველაზე უფრო ნიშანდობლივია, რომ წამოიყვანეს მარნეულში, თბილისიდან დაახლოებით 100 კმ-ში, როდესაც დაკავების იზოლატორები თბილისში არის ცარიელი.

გიგი უგულავას არ ეძლეოდა საშუალება ელემენტარულად, რომ დაკავშირებოდა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს და ოჯახის წევრებს.

საათები დაგვჭირდა ჩვენ, რომ მიგვეგნო სად იყო ჩამოყვანილი გიგი“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...