შაბათი, ივნისი 21, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"წვრილმან აფერისტობას უნდა მოეშვას "ქართული ოცნება" - სერგო...

“წვრილმან აფერისტობას უნდა მოეშვას “ქართული ოცნება” – სერგო ჩიხლაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ ტელეკომპანია ,,პირველის ეთერში” გადაცემაში ,,დღის ამბები” პოლიტიკური შეფასება გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერმა ლიდერმა საკუთარი პოზიცია ორი მიმართულებით დააფიქსირა, როგორც ექიმმა და პოლიტიკოსმა:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მე არ მგონია რამე მიზეზი დაიდოს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ დაიშვას თავის სასამართლო პროცესზე. იმიტომ, რომ რაც ვიცით წინასწარი განცხადებებით, ასევე, პირადი კომუნიკაციით კოლეგებისგან – ეს არის, რომ მას შეუძლია წარდგეს სასამართლოს წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივი იყოს და თვეზე მეტი გაიწელოს სრულ აღდგენამდე, მას ფიზიკურად შეუძლია ამ მომენტში ეს გააკეთოს – დაესწროს სასამართლო პროცესს.

მე ვფიქრობ, რომ არანაირი მიზეზი სამედიცინო კუთხით ვერ იქნება, ყოველ შემთხვევაში, დღეს კიდევ ერთხელ ვნახავთ ამ დასკვნას.

რაც შეეხება პოლიტიკური თვალსაზრისით, ,,ქუდი რატომ არ გახურავსო“, ხომ იცით ეს ანეკდოტი, მიზეზად შეიძლება იქნას გამოყენებული. ძალიან ადამიანურად რომ მივუდგეთ მარტივია, როდესაც ნებისმიერი ადამიანის, პრეზიდენტიც რომ არ იყოს, სასამართლო პროცესზე მისი ახლობლები, ნათესავები მოდიან. ეს შეიძლება იყოს ხან 30, 50, 100 ადამიანი და ა.შ.

მაგრამ, როდესაც ახლა პრეზიდენტია, რა თქმა უნდა, უფრო მეტი გულშემატკივარი იქნება, უფრო მეტია მისი სანაცნობო წრე, მხარდამჭერები. ამიტომ აქაც ორმაგი სტანდარტი გამოდის: რახან პრეზიდენტია არა ქვს უფლება მის ახლობლებს, რომ მივიდეს და უგულშემატკივროს ადამიანს, დავანებოთ თავი, რომ პრეზიდენტია – მის სასამართლო პროცესზე?! ესეც აბსურდია!

ერთს ვიტყვი კიდევ, ოდესმე ხომ მოუწევს ,,ქართულ ოცნებას“, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის სასამართლო პროცესს დაასწროს. ასე მუდმივად ხომ ვერ გაგრძელდება?!

წვრილმან აფერისტობას უნდა მოეშვას ,,ქართული ოცნება“, მით უმეტეს თუ მათ რამე მტკიცებულება აქვთ, პირიქით – დაინტერესებულები არ უნდა იყვნენ, რომ ადამიანი წარსდგეს და გასცეს კითხვებს პასუხი?!”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე მზად ვარ პატიმრობისთვის… პატიმრობა არის დროებითი, სამშობლო და ღირსება არის სამუდამო!” – გიორგი...

სასამართლო პროცესებთან და მის შესაძლო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, "ტვ პირველთან"...

“ახლა არის დრო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ღიად აღდგენის” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ეს ჩანს აქედან/ჩემგან” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეფასებები საპატიმროდან

საპატიმროდან მორიგ წერილს აგზავნის "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ზურაბ გირჩი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...