ხუთშაბათი, აპრილი 3, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ცალმხრივ და ყალბ სიუჟეტს შესაბამისი...

“ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ცალმხრივ და ყალბ სიუჟეტს შესაბამისი პირების მხრიდან მოყვება სამოქალაქო სამართლებრივი რეაგირება” – საქართველოს პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გასული გადაცემის ანონსთან დაკავშირებით:

გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ტვ. პირველის ეთერში გასული ყალბი და სუბიექტური ინფორმაციით გაჯერებული მორიგი გადაცემის ანონსს, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს ეხება.

საქართველოს პროკურატურა პირველად არ გამხდარა ცილისმწამებლური თავდასხმების სამიზნე და როგორც წესი, უწყების თანამშრომლების მიმართ მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს, ისეთი სამართლებრივი საქმეების მსვლელობის პარალელურად, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში მყოფი პირების შესაძლო დანაშაულებებზე სამართალწარმოება იწყება ან მიმდინარეობს, რაც ცალსახად მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას.

აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ ანონსში დასახელებული საქართველოს გენერალური პროკურატურის თითოეული წარმომადგენლის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია მიზანმიმართული სიცრუე და ცილისწამებაა!

მეტიც,მიუხედავად იმისა, რომ უწყების საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს ჰქონდა კომუნიკაცია არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან და გადაცემის ავტორთან ნოდარ მელაძესთან, რომელსაც შეეთავაზა ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხის გაცემა და აღნიშნულ თემაზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება, მათი მხრიდან სიუჟეტი მომზადდა ისე, რომ არ დასმულა არცერთი კითხვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათი მიზანი თავიდანვე იყო სუბიექტური და ცალმხრივი სიუჟეტის მომზადება და გააკეთეს ყველაფერი იმისთვის რომ ანონსში აქცენტირებული პირების პოზიცია გადაცემაში არ გაჟღერებულიყო. ამდენად ამ გადაცემის ავტორების როგორც ეთიკური ისე პროფესიული სტანდარტები ვერ აკმაყოფილებს ჟურნალისტიკის ყველაზე ელემენტარულ სტანდარტსაც კი.

ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ცალმხრივ და ყალბ სიუჟეტს შესაბამისი პირების მხრიდან მოყვება სამოქალაქო სამართლებრივი რეაგირება და ხსენებული გადაცემის ავტორებს აუცილებლად მოუწევთ ბოდიშის მოხდა საჯაროდ მათ მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის გამო“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დაკავების შემდეგ, ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი...

“მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი ცალსახად პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და არავითარი კავშირი არ აქვს სამართალთან”...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება კოალიცია "ძლიერი საქართველოს"...

“ამ კომისიის მუშაობის მერე, თუ ყველა დამნაშავე არ გასამართლდა – ფუჭია ყველაფერი…” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტს, ჟურნალისტს და პიარტექნოლოგს ლალი მოროშკინას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...

“ექიმია ქალი, პაციენტს უჩივის, ჰიპოკრატეს ფიცი არც ახსოვს ამ “იმედის” კუკლას🙈” – ელისო კილაძე

კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ "ბათუმელ მედროშეს", თემურ ქათამაძეს,...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...