შაბათი, ივნისი 28, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრეზიდენტმა მითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ...

“პრეზიდენტმა მითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს – ეს იქნება კატასტროფა!” – ნიკოლოზ ყიფშიძე

პაციენტის მონახულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს გააცნო საქართველოს მე-3 პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, მკურნალობას შეწყვეტს:

,,პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან, თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს – ეს იქნება კატასტროფა!

პირდაპირ გეუბნებით, მაშინ თავიდან უნდა დავიწყთ ყველაფერი. მაგრამ ასევე, გეტყვით, რომ მისი სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის. ასე არ შეიძლება! რაღაც ბალანსი უნდა გავაკეთოთ.

ზოგადი მდგომარეობა არ შეცვლილა გუშინდელი მერე. რეფიდინგის პროცესი მიდის კარგად. სხვა რაღაცები კიდევ რჩება”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ინფორმაციისთვის – მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი მოითხოვს მასთან შეუშვან პარლამენტის წევრები:

უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები.

თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის...

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...