spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას!" -...

“ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას!” – მიხეილ სააკაშვილი

სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე მორიგი მიმართვა ვრცელდებს. ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის საზოგადოებას გიორგობის დღესასწაულთან ერთად “ვარდების რევოლუციის” მე-18 წლისთავს ულოცავს და წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდის წარმატებების თაობაზე საუბრობს:

ჩემო განსაკუთრებულო ხალხო,

ვარდების რევოლუცია თქვენი შექმნილია და მინდა შეგახსენოთ, რომ რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა “ერი სხვა ერთა შორის”, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება.

საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი იმით, რომ გავხდით მსოფლიოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა. ამერიკის პრეზიდენტი საგანგებოდ ჩამოვიდა და გვიწოდა “მსოფლიო დემოკრატიის შუქურა”. მითხრა, რომ ეს ვიზიტი იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი მოგზაურობა.

ქართველები ვართ განსაკუთრებული ერი! არ ვიმსახურებთ არც სიღატაკეს და არც სიბნელეს! ჩვენ არ ვართ ზარმაცები, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ, არამედ იმ 9 წელიწადში ყველაზე სწრაფად ვმუშაობდით და ვვითარდებოდით.

მე რომ არ მჯეროდეს ჩემი ერის გამბედაობის და დიდბუნებოვნების, სიცოცხლეს არ გავრისკავდი და არ ჩამოვიდოდი ახლა. დიახ, მე ჩემი სიცოცხლე თქვენს ხელში ჩავდე იმიტომ, რომ მე მჯერა თქვენი და თქვენც უნდა ირწმუნოთ საკუთარი ძალების.

“ვარდების რევოლუციის” თაობაა ის ხალხი, ვინც უმაღლესში ქრთამის გარეშე ჩააბარა, ვინც სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში ისწავლა, ვინც უსაფრთხო სკოლაში გაიზარდა და არაძველბიჭურ გარემოში გადიოდა გარეთ. “ვარდების რევოლუციის” თაობაა თავისუფალი, ლაღი გოგო-ბიჭები, რომელთათვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა.

როდესაც საქართველოს ჰიმნის პირველი რედაქცია მომაწოდეს, საკუთარი ხელით დავამატე სიტყვები, (რომელიც ამოღებულ იქნა) – “თავისუფლება დღეს ჩვენი”… ეს ჩემი ცხოვრების დევიზია და ეს სიტყვები როგორც არასდროს, ისე აქტუალურია დღეს ჩვენთვის.

ვარდების რევოლუციამ საქართველო რეგიონის სუპერვარსკვლავად აქცია და მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა. ის იყო შთაგონება უკრაინის, ყირგიზეთის, ლიბანის, არაბული სამყაროს რევოლუციებისთვის. ჩვენს რეფორმებზე საუბრობდა მთელი მსოფლიო, რის გამოც საქართველო მტრის განსაკუთრებულ სიძულვილს იმსახურებდა.

ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას! დღეს, თქვენს წინაშე, 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ამ ფიცს!

ყველანი უნდა გავერთიანდეთ მიუხედავად წარსულისა, მომავლის გამო!

ქართველები დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას და დავანახებთ ყველას, რომ არც ზარმაცები ვართ და არც გამყიდველები. არც უმნიშვნელოები ვართ და არც მონობისთვის დაბადებულები!
თავისუფლება დღეს ჩვენი!

წმინდა გიორგი შეგვეწიოს ჩვენს გარდაუვალ გამარჯვებაში!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაგ მსჯელობიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან...

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში...

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...