შაბათი, ივნისი 28, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბოლო პერიოდში ჩვენ სახეზე მივიღეთ ქვეყანაში შიმშილობის ეპიდემია,...

“ბოლო პერიოდში ჩვენ სახეზე მივიღეთ ქვეყანაში შიმშილობის ეპიდემია, რომელიც ნამდვილად იყო დაუშვებელი” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მე-3 პრეზიდენტს გლდანის მე-18 დაწესებულებაში უტარდებოდა ყველა საჭირო პროცედურა, ხოლო საზოგადოებაში არსებული მღელვარება არ იყო აუცილებელი. მმართველი გუნდის წევრმა ხაზი გაუსვა ექიმების მიერ გაწეულ სამსახურს და მადლობა გადაუხადა, ხოლო იმედი გამოთქვა, რომ საპროტესტო აქციები ჩაიხშობა:

,,პირველ რიგში, აუცილებლად საზოგადოებას უნდა გავაცნოთ იმის შესახებ, რომ ექიმები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში მეთვალყურეობას უწევდნენ პაციენტს, მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ყველა იმ ექიმს, რომელიც მონაწილეობდა იმ შექმნილ კონსილიუმებში. მათი როლი იყო ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ექიმს, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული მკურნალობის პროცესში. მათ ნამდვილად აიღეს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა, გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი და განვლეს ძალიან რთული გზა, ვინაიდან ისინი იყვნენ ბულინგის მხსვერპლი და მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, რომ საზოგადოებამ გაითვალისწინოს, ექიმის პროფესია ძალიან რთული.

ჩვენ არ ვარჩევთ პაციენტს და ყოველთვის ვიღებთ გადაწყვეტილებას პაციენტის სასარგებლოდ! პაციენტს, როგორც რუსთავის ასევე, მე-18 დაწესებულებაში უტარდებოდა ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ესაჭიროებოდა.

ნამდვილად არ იყო საჭირო ის მღელვარება, რომელიც საზოგადოებაში მუდმივად ისმოდა. ასევე, მნიშვნელოვანი არის, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ სახეზე მივიღეთ ქვეყანაში შიმშილობის ეპიდემია, რომელიც ნამდვილად იყო დაუშვებელი. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით ყველა მოშიმშილესთვის მიგვექცია ყურადღება, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა ჩვენი ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თქვენ იცით, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მე-3 პრეზიდენტი გადმოყვანილი იყოს გორის ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწევა ყველა ის საჭირო დამატებითი ღონისძიებები, რომელიც ექიმების დანიშნულებიდან არის მიღებული, როგორც რეკომენდაცია. მან დადო პირობა, რომ ამ ნიშნით ის შეწყვეტს შიმშილობას და შესაბამისად, შიმშილობების ის კასკადი, რომელიც ჩვენ გვქონდა მიღებული, ასევე, შეწყდება ქვეყანაში.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომშიც საზოგადოება და პოლიტიკოსები გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და ჩვენ თავს ავარიდებთ ნებისმიერ საპროტესტო აქციას. შევძლებთ დავიწყოთ კორექტული დიალოგი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...