შაბათი, ივნისი 28, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირატი ბრეგაძე: „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე,...

რატი ბრეგაძე: „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, გთავაზობთ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც, რომლებიც ახლა შიმშილობენ“

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. განცხადება მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ“.

იუსტიციის მინისტრმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პირობად დაასახელა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე, ხოლო მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება №18 დაწესებულებაში.

„ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციული ქმედების შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება №18 დაწესებულებაში და ყველა კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლომ შიმშილობის შეწყვეტისკენ დაჟინებით მოუწოდა.

ეს არის, რა თქმა უნდა, თავად პატიმრის გადასაწყვეტი, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა. ჩვენ ვეხმარებით ამ გადაწყვეტილების მიღებაში და გადაგვყავს ის გორის ჰოსპიტალში. ბუნებრივია, დანარჩენი დამოკიდებულია მის თანხმობაზე. შეირჩა გორის ჰოსპიტალი, იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, სადაც როგორც მისი ჯანმრთელობა, ისე უსაფრთხოება იქნება მაქსიმალურად დაცული. რაც შეეხება გარანტიებს, ეს არის, რა თქმა უნდა, შიმშილობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და, ასევე, ყოველგვარ პროვოკაციაზე უარის თქმა – იქნება ეს სხვადასხვა სახის აქციები გორის ჰოსპიტალთან თუ რაიმე სხვა დესტრუქციული ქმედება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს როგორც ექიმების მუშაობას, ისე პატიმრის უსაფრთხოებას. აი ეს არის, რისკენაც მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...