spot_img
მთავარისაერთაშორისო ურთიერთობები"ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს ბატონი...

“ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის დასწრება მის ყველა სასამართლო სხდომაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით:

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას 1 ოქტომბერს მისი დაკავების შემდეგ. მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის ზედამხედველობით გაწეულ სამუშაოს დამოუკიდებელი სამედიცინო გუნდის ჩამოყალიბებაში, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და საპატიმროს საავადმყოფოში სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობის შეფასების მიზნით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოექცეს, ასევე, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები მის შესაბამის მკურნალობასთან დაკავშირებით.

ჩვენ, ასევე, მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის დასწრება მის ყველა სასამართლო სხდომაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბატონ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც მოიცავს სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას, თუ კი ის ამას მოითხოვს,” – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია ჩვენს მიერ ყურძნის დაწურვა ყვარელში. ახლა...

აშშ რესპუბლიკური პარტიის წევრის, სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელ გარდაცვალებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...