ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელი"მთელ მსოფლიოში მომრავლდნენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეებს ყალბი...

“მთელ მსოფლიოში მომრავლდნენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეებს ყალბი ვებ გვერდებით და შეთავაზებებით საფონდო ბირჟაზე და კრიპტოვალუტის ვითომდა მომგებიან ონლაინ ვაჭრობას სთავაზობენ” – საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლენასთან დაკავშირებით და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

საქართველოს პროკურატურამ თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის მონაწილე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეებმა – საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა – დააფუძნეს და ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებში განათავსეს შპს „მარკეტ ბული“-ს (Market Bull LTD) რეკლამა. ვებ-გვერდზე marketbull.live-ზე კომპანიის საქმიანობის სფეროდ მითითებული იყო კრიპტოვალუტის ბაზარზე ვაჭრობისას საუკეთესო პირობებით მომსახურება.

საიტზე აღნიშნული იყო, რომ კომპანია ავტორიზებულია და ვაჭრობის შესაბამისი ლიცენზია გააჩნია.

აღნიშნულ ინფორმაციაზე დაზარალებულის მხრიდან დაინტერესების გამოხატვის შემდგომ, მას დაუკავშირდა კომპანიის თანამშრომელი, რომელმაც განუცხადა, რომ მათი კომპანია დაინტერესებულ პირებს ეხმარებოდა საფონდო ბირჟაზე მომგებიან ონლაინ ვაჭრობაში. მან დაარწმუნა დაზარალებული, რომ „ჭკვიანურ ვაჭრობებში“ საკუთარი ფულის ჩადებით შეეძლო მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება. კომპანიის თანამშრომლის თქმით, მათ საქართველოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდათ და ე.წ. „სავაჭრო“ თანხები, დაზარალებულს, მისთვის უნდა გადაეცა.

შეთანხმების შესაბამისად, დაზარალებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ეტაპობრივად გადასცა ფულადი თანხა 164 580 აშშ დოლარის ოდენობით, რის სანაცვლოდაც დაზარალებულის ელექტრონული საფულის ანგარიშზე გადარიცხული თანხის ექვივალენტი კრიპტოვალუტა აისახა. დანაშაულებრივი სქემის მონაწილეთა მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული კრიპტოვალუტა, ვითომდა სარფიან ვაჭრობებში მონაწილეობის მისაღებად დაზარალებულის მიერ სრულად იქნა გადარიცხული კომპანიის წარმომადგენლის მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე.

პარალელურად, დაზარალებულისთვის მცდარი შთაბეჭდილებების შექმნის მიზნით, ყალბ სავაჭრო პლატფორმაზე, კომპანიის წარმომადგენლები პერიოდულად აფიქსირებდნენ, რომ თითქოსდა დაზარალებულის საქმიანობა იყო მომგებიანი და მისმა მოგებამ, შეადგინა 91 643.96 აშშ დოლარი.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თანხის განაღდება მოინდომა, ბრალდებულმა და კომპანიის წარმომადგენელმა მოთხოვნაზე უარი განუცხადეს და პლატფორმა, სადაც დაზარალებული ვაჭრობას ახორციელებდა, გააუქმეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, (თაღლითობა, – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკვე შეეფარდა.

დანაშაულებრივი სქემის მონაწილეთა, მათ შორის, დანაშაულში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დადგენა-გამოვლენის მიზნით, სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნილია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობები. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

აქვე გვსურს, გავაფრთხილოთ საქართველოს მოსახლეობა, რომ მთელ მსოფლიოში მომრავლდნენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეებს ყალბი ვებ გვერდებით და შეთავაზებებით საფონდო ბირჟაზე და კრიპტოვალუტის ვითომდა მომგებიან ონლაინ ვაჭრობას სთავაზობენ. მოგიწოდებთ მსგავსი ტიპის შეთავაზებებთან დაკავშირებით გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და პირველივე შემთხვევისთანავე მიმართოთ სამართალდამცავ სტრუქტურებს,” ნათქვამია განცხადებაში

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი ცალსახად პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და არავითარი კავშირი არ აქვს სამართალთან”...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება კოალიცია "ძლიერი საქართველოს"...

“დაკავების შემდეგ, ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი...

“სასამართლო არა მხოლოდ საშინელი დავალებების შემსრულებელია, არამედ მას სული აქვს ამოცლილი” – ვახო სანაია

საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესზე ბრალდებულების მშობლების, ახლობლების დასწრებაზე...

“აუცილებელია ვისაუბროთ, ბოლომდე მივყვეთ, დავსაჯოთ და აღმოვფხვრათ ადამიანის მიმართ ასეთი მოპყრობა” – ელენე ხოშტარია

პარტია "დროას" თავმჯდომარე და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ “დიფ სთეითი” ბიძინა ყოფილა და პროკურორს ეტყვიან – შიგნიდან...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტ-ირონიული ვარაუდი: "ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...