შაბათი, ივნისი 28, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ თუნდაც იმიტომ, რომ...

“ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ ოპოზიციონერს ეს შეიძლება საკუთარი მიზნის მისაღწევად უნდოდეს” – დიმიტრი ხუნდაძე

პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პლენარულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს გამოეხმაურა:

ჯანდაცვა და ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა ბევრად უფრო მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკა. ასეა დღეს და ასე უნდა ყოფილიყო მაშინაც, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ყოველ მეორე დღეს თითო გვამი გამოჰქონდათ. როდესაც პატიმრები განწირულნი იყვნენ ტუბერკულოზით, C ჰეპატიტით და სხვა მძიმე დაავადებებით გამოწვეული სიკვდილისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ წამებაზე და არაადეკვატურ მოპყრობაზე. მე მაშინაც ადამიანების ჯანმრთელობას ვიცავდი და ამას ვაკეთებ დღესაც.

ამ შემთხვევაში ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რისთვის იხდის პატიმარი სასჯელს, ეს პროკურატურამ და სასამართლომ არკვიოს. ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ სააკაშვილი არის განსაკუთრებული პატიმარი, მხოლოდ იმიტომ რომ ის იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. ამას ჩვენი გუნდი თითოეული წევრი აანალიზებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის მზად არის თავის კოლეგებთან ერთად ეწვიოს გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებას და ადგილზე გაეცნოს მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს, ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს. ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ ოპოზიციონერს ეს შეიძლება საკუთარი მიზნის მისაღწევად უნდოდეს.

ჩემი სიტყვები რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ჩემს კოლეგებთან ერთად ვეწვევი გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებას, ადგილზე შევისწავლით სიტუაციას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ადგილზე ყველანაირი პირობაა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე” – გიორგი ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“მძიმეა, მაგრამ… როგორც სულმნათი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, “დემოკრატია ლობიოობა არ გეგონოთ!” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...