შაბათი, აპრილი 27, 2024

“ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მიმართულებით, მათ შორის IT ინდუსტრიის კუთხითაც ბევრი სიახლე გველოდება” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პაკეტი და პროექტი მოამზადა, რომლებზეც მუშაობა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მიმდინარეობს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამრთულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრთან მთლიანად ეკონომიკური გუნდი ვიკრიბებით, გავდივართ და ვაახლებთ იმ პროგრამებს და საინვესტიციო შეთავაზებებს, რომლებიც დაგვიგროვდა. ორი დღის წინ განვიხილეთ 40-მდე მსხვილი საინვესტიციო შეთავაზება, მათ შორის სრულიად ახალი პროექტები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, აქედან 28 პროექტი არის ახალი ტურისტული მარშრუტები და ტურისტული დასახლებები. ამასთან, საუბარი ეხება არა რომელიმე, ერთი ან ორი ობიექტის განვითარებას, არამედ სრულიად ახალი ტურისტული რაიონების, დასახლებების შექმნის პროექტს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით მომავალ წელს მთავრობა აქტიურად იმუშავებს, რისთვისაც 2022 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები აისახება.
ლოგისტიკა და ენერგეტიკა ის სფეროებია, სადაც ეკონომიკური გუნდი ასევე მუშაობს საინვესტიციო პროექტების მიმართულებით. ნათია თურნავას ინფორმაციით, პაკეტშია წმინდა ინდუსტრიული პროექტებიც, საერთო ჯამში საინვესტიციო პაკეტის ღირებულება რამდენიმე მილიარდი დოლარით განისაზღვრება.

ასევე, ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მიმართულებით, მათ შორის IT ინდუსტრიის კუთხითაც ბევრი სიახლე გველოდება. ახლა რთული იქნება საინვესტიციო პაკეტის ღირებულების განსაზღვრა, თუმცა ვიტყვი, რომ მხოლოდ ლოგისტიკასა და ენერგეტიკაში ჯამში არის 5 მლრდ დოლარზე მეტის საინვესტიციო პაკეტი, ამას დაემატება ტურისტული პროექტები და დასახლებები. იმისთვის, რომ ზუსტი ბიუჯეტი ვიცოდეთ, უნდა ჩატარდეს წინასწარი კვლევა, რისთვისაც გამოყოფილი გვაქვს შესაბამისი სახსრები“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული