ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე მამალაძე: "აქ საგანგაშო ერთადერთი რამ არის მხოლოდ...

თორნიკე მამალაძე: “აქ საგანგაშო ერთადერთი რამ არის მხოლოდ – კოვიდთან დაკავშირებით”

თორნიკე მამალაძე კომენტარს აკეთებს მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის COVID-19-ის დადასტურებისა და მსჯავრდებულის ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე. მისი თქმით, ამ დრომდე არც ადვოკატებს და არც ოჯახის წევრებს არ აქვთ მონახულების უფლება და ამასთან უცნობია სამარტოო საკანში მყოფ დეკანოზს როგორ აღმოაჩნდა კორონავირუსი:

,,ჩვენთან კომუნიკაციაზე ჯერ-ჯერობით არავინ გამოსულა – არც ციხის და არც საავადმყოფოს ადმინისტრაციიდან. ეს ყველაფერი გავიგე ჟურნალისტებისგან.

აქ საგანგაშო ერთადერთი რამ არის მხოლოდ – კოვიდთან დაკავშირებით. ჩემს ძმას შემხებლობა აქვს მხოლოდ ციხის ადმინისტრაციასთან. ის დღემდე იმყოფება სამარტოო საკანში. თუ კი მას დაუდასტურდა COVID-19 გამომდინარეობს იქიდან, რომ რომელიმე ციხის თანამშრომელმა გადადო, მაგრამ მე როგორც ვიცი, ციხის ადმინისტრაციაში როცა შედიან თანამშრომლები PCR ტესტს უტარებენ, უარყოფითი პასუხის შემდეგ უშვებენ დაწესებულებაში.

უცნობია ვისგან გადაედო?! რა ვითარებაში გადაედო?! აქამდე ჩივილები, ყოველ შემთხვევაში, COVID-19-თან დაკავშირებით, ჩემ ძმას არ გააჩნდა.

დღეს ვერ ვახერხებთ ვერც ოჯახის წევრები და ვერც ადვოკატები მასთან შესვლას. ხვალ უკვე გვექნება შესაძლებლობა შევხვდეთ პირადად მას“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...