შაბათი, ივლისი 12, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"იმ ადგილებში, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის...

“იმ ადგილებში, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს პოლიციამ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები” – ვაჟა სირაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განმარტა აქციაზე კონკრეტულ პირთა დაკავების მიზეზი:

,,იმ ადგილებში, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და იქ, სადაც მოახდინეს სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელების ბლოკირება, პოლიციამ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

როგორც მოგეხსენებათ, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონით აკრძალულია სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელების ბლოკირება. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, რომ ეს არის კანონის დარღვევა და თქვენი თანდასწრებით არა ერთხელ, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან არსებულ სიტუაციაზე – მოვუწოდეთ გადასულიყვნენ და არ გაეგრძელებინათ კანონის დარღვევა.

ამ ეტაპისთვის, ამ დროისთვის დაკავებულია 46 პირი ადმინისტრაციულად, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენებისთვის, წვრილმანი ხულიგნობისთვის, ასევე გზის მეორე მხარეს აგრძელებდნენ დაუმორჩილებლობას და პოლიციას აყენებდნენ შეურაცხყოფას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...