ორშაბათი, აპრილი 7, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალირატი ბრეგაძე: „მიხეილ სააკაშვილმა №18 დაწესებულებაში ფიზიკური და...

რატი ბრეგაძე: „მიხეილ სააკაშვილმა №18 დაწესებულებაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს“

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, როდესაც პატიმარი სააკაშვილი №18 დაწესებულებაში შესახლდა, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს.

როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან, სამწუხაროდ, მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. აქვე გეტყვით, რომ ეს არიან ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე და ჩვენ ვერავის მივცემთ მათი შეურაცხყოფის უფლებას“, – განაცხადა რატი ბეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს გენერალური ინსპექცია სწავლობს და მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერავის, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერც მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც თვეების განმავლობაში საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობენ, ასე მოექცეს. საზოგადოებისთვის ყველაფერი მალე გახდება ცნობილი. გენერალური ინსპექცია დაიწყებს შესწავლას და ეცნობება საზოგადოებას და ადვოკატებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილს ეს ყველაფერი აუცილებლად ძვირად დაუჯდება” – ლევან სანიკიძე

“ჩვენ არანაირი შიში არ გვაქვს, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” გააგრძელებს...

“ამ კომისიის მუშაობის მერე, თუ ყველა დამნაშავე არ გასამართლდა – ფუჭია ყველაფერი…” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტს, ჟურნალისტს და პიარტექნოლოგს ლალი მოროშკინას,...

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, საქართველო იყოს მივიწყებული და იქცეს რუსეთის...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა დონალდ ტრამპის პირველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რეჟიმის შიგნიდან ჩამოშლა დაწყებულია. მას ვერაფერი გააჩერებს” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, ხელისუფლების სხვადასხვა...

“ნუ იმალებით ერეკლეს პორტრეტის უკან! რა საერთო გაქვთ მასთან?! ერეკლე მტერს ებრძოდა – ქვეყანას...

პაატა მანჯგალაძე კონკრეტული ფაქტების გახსენებით და შეფასება-მინიშნებებით "ქართულ ოცნებას"...