ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კოვზანაძე: საფინანსო სექტორში რეფორმები უნდა გაგრძელდეს

ირაკლი კოვზანაძე: საფინანსო სექტორში რეფორმები უნდა გაგრძელდეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით პარლამენტში დეპუტატებსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს, რომელიც საბანკო და საფინანსო სექტორის შემდგომ რეფორმირებას და ამავდროულად ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ეხება.

მათ შორის საუბარი შეეხო: – საგადახდო მომსახურეობის ფინანსურ ტექნოლოგიებს, ღია ბანკინგს, ციფრული ბანკის ლიცენზირებას და ციფრულ ლარს, მიკრობანკების დაფუძნებას და მათ რეგულირებას, ვალუტის პუნქტების რეგულირებას, სესხის გამცემი სუბიექტების დეფინიციის გაფართოებას, ფინანსურ კონგლომერატებს, სხვა არასაბანკო დაწესებულებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას და ა.შ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით დღეს განხილული საკანონმდებლო ინციატივები საფინანსო სექტორის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია.

საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მდგრადია, ამ სფეროში რეფორმები კი უნდა გაგრძელდეს. მსგავსი შეხვედრების მიზანია პარლამენტის წევრებმა კანონპროექტების ინიცირებამდე სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზი გაუსვა, რომ სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა შესაბამისი პრეზენტაციები წარმოადგინეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხეს.

სამუშაო შეხვედრას ეროვნული ბანკის მხრიდან ესწრებოდნენ: ვიცე-პრეზიდენტები – არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსები.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“მიუღებელია ზიზღის კამპანია, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია” – კახა კალაძე

"განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ",...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...