შაბათი, ივლისი 12, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ფაქტია, რომ ხელისუფლება ყოველთვის იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის სახელმწიფო...

“ფაქტია, რომ ხელისუფლება ყოველთვის იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს” – დიმიტრი საძაგლიშვილი

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი კომენტარს აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით:

,,ქართული ოცნება“ რეალურად ცდილობს პოლიტიკური წინააღმდეგობის გარკვეულწილად ჩაქრობას. კარგად ვიცით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რეალურად ზრუნავს არა სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, არამედ იმაზე, რომ მმართველ ხელისუფლებას გაუხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა.

პოლიტიკური პოლიციაა და სხვა ფუნქცია ამ დაწესებულებას არ დარჩა. მათ შორის, წინა საარჩევნოდ და პოსტსაარჩევნოდ კამპანიის ძირითადი ინსტრუმენტი ,,ქართული ოცნების“ ხელში სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ხოლმე, რომელსაც ხან საბურავებზე დააწყებინებენ გამოძიებას, ხან სატელეფონო საუბრების ატვირთვის შემდეგ უკრაინაში გაურკვეველი წარმომავლობის საიტებზე.

ფაქტია, რომ ხელისუფლება ყოველთვის იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის შეშინებული, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის პიროვნებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...