კვირა, ივლისი 13, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიმოქალაქეებისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება

მოქალაქეებისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სემეკი განმარტავს, რომ მოქალაქეებისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება. როგორც ქ. თბილისში შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, ასევე რეგიონებში – შპს „სოკარ ჯოარჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“ დ შპს „ინტერ გაზის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მოქმედი ტარიფები დადგენილია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „ინტერ გაზის“ მიერ გავრცელებული განცხადება ბუნებრივი გაზის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს. ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის სემეკი არ ადგენს ბუნებრივი გაზის მიწოდება/მოხმარების ტარიფებს. კომისია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ადგენს მხოლოდ ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფებს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N69 ბრძანების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დერეგულირებულია და არ ექვემდებარება სემეკის სატარიფო რეგულირებას. შესაბამისად, კომპანიები არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს საბაზრო პრინციპების შესაბამისად განუსაზღვრავენ მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურს და ცვლილების შემთხვევაში, ვალდებულნი არიან ერთი თვით ადრე აცნობონ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...