spot_img
მთავარირეგიონის ამბებიჯვარიმინდორის საპიკნიკე ზონა მოგზაურების მისაღებად მზადაა - აჭარის...

ჯვარიმინდორის საპიკნიკე ზონა მოგზაურების მისაღებად მზადაა – აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

შუახევში, ჯვარიმინდორის იალაღებზე საპიკნიკე ზონის მოწყობა დასრულდა. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე საპიკნიკე სივრცეში მოგზაურებისთვის ფანჩატური, საქანელები, საცეცხლური, ფოტოსტენდი და ჰამაკებია განთავსებული. ჯვარიმინდორის საპიკნიკე ზონა აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს, რაც მოლაშქრეებს საშუალებას მისცემს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ.

ჯვარიმინდორის იალაღებზე საპიკნიკე ზონის ირგვლივ ტურისტული თავშესაფრების მშენებლობა მიმდინარეობს. საკემპინგზე სივრცეებში მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცეების, ხის მაგიდა-სკამების, კედელზე მიმაგრებული კარადები, ხის ორსართულიანი საწოლების განთავსება იგეგმება. ღია სივრცეში კი საშხაპეები და საპირფარეშოები ეწყობა.

ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრები ეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წელს განახორციელა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...