კვირა, ივნისი 29, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიპირველ ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო...

პირველ ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება

პირველ ნოემბერს 140 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება. საოლქო საარჩევნო კომისიები, კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 11:00 საათზე სხდომებზე წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა არჩევნების პირველ ტურზე აჩვენა, რომ აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პროცესის გამჭვირვალობას.

მინდა საოლქო საარჩევნო კომისიებს მივმართო მნიშვნელოვანი ინიციატივითა და რეკომენდაციით – სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი.

მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიებს, გამჭვირვალობის მიზნით უზრუნველყონ კომისიის სხდომების და წილისყრის შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი პირების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმირება.

ხვალვე, გადათვლის ცენტრებში 17:00 საათზე დაიწყება ბიულეტენების გადათვლა. უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და რა თქმა უნდა, პროცესის ვიდეოგადაღება.

ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები:

დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას გადათვლის პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას. ჩვენ მიზანდასახული ვართ ამ პროცესში მაქსიმალურად გამოირიცხოს თუნდაც ცალკეული შემთხვევები რამაც გადათვლის მიმდინარეობას შესაძლოა ნებისმიერი სახით შეუშალოს ხელი და რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის ინციდენტის შემთხვევაში გვექნება შესაბამისი რეაგირება.

გადათვლის ცენტრებში სრულად იქნება გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები, ცენტრში შესვლისას ყველა უფლებამოსილ პირს, „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ჩაუტარდება ტესტირება.

გადათვლის შედეგად დამუშავებული მონაცემები, ასევე ბიულეტენების გადათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

აქვე აღვნიშნავ, რადგან კრწანისის საარჩევნო ოლქში კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, აქ ხელახალი დათვლა არ განხორციელდება, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...