კვირა, ივნისი 29, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე მედიას და...

ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე მედიას და საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები წარუდგინა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე მედიას და საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები წარუდგინა. გიორგი კალანდარიშვილმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მათი აქტიურობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის არჩევნების მეორე ტურზე. „პანდემიის პირობებში, კენჭისყრაში 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მადლობას ვუხდი თითოეულ საარჩევნო ადმინისტრატორს, რომელთაც არ დაიშურეს ძალისხმევა და 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ და აგრძელებენ საქმიანობას იმისათვის, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესები წარიმართოს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში.

საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული. იყო ხარვეზებიც, თუმცა საერთო ჯამში არა მარტო ჩვენი შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდ უსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, მცირედი ხნით შეფერხდა კენჭისყრის პროცესი რამდენიმე უბანზე კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც მთლიან კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ ჰქონია.

არჩევნების მეორე ტური შედგა და მინდა მადლობა გადავუხადო ასევე საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს: სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც აქტიურად აკვირდებოდნენ არჩევნებს“ – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერის არჩევნების ნაწილში.  

როგორც ბრიფინგის ბოლოს კალანდარიშვილმა განაცხადა, მეორე ტურის წინასწარი შედეგები მაჟორიტარულ ნაწილში 261-ვე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების მონაცემების მიხედვით დათვლილია და სრულად ინფორმაცია ხელმისაწვდომია results.cec.gov.ge-ზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურის შედეგებს ოფიციალურად აჯამებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა, კანონმდებლობით გაწერილი ყველა პროცედურის შესრულებისთანავე.

რაც შეეხება საჩივრებს, საოლქო საარჩევნო კომისიებში გუშინ სულ 272 საჩივარი შევიდა, აქედან 121 იყო დამკვირვებლების მიერ წარდგენილი, ხოლო 151 – საარჩევნო სუბიექტების მიერ. მათი უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს. დეტალურ სტატისტიკას საჩივრებთან მიმართებაში საარჩევნო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას. შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო კოდექსის შესაბამისად საჩივარს 4 დღის ვადაში განიხილავს და შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას. ხოლო ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა შესაბამის სასამართლოში არის ორი კალენდარული დღე. თავის მხრივ სასამართლოები ასევე 2 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავენ სარჩელს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს გადათვლის პროცედურებს; თითოეულ საარჩევნო ოლქში, სადაც ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება 5-5 საარჩევნო უბანი და საერთო ჯამში 150-მდე უბნის მონაცემები გადაითვლება. რაც არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია.

ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...