შაბათი, აგვისტო 2, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, კახეთის გზატკეცილის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის – ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოები დღეს, 8 ივნისს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროპის ქუჩა საქართველოში ჩამომსვლელ ვიზიტორებს თბილისზე პირველ შთაბეჭდილებას უქმნის, შესაბამისად, მისი მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია.

თბილისში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მთლიანად მოწესრიგდება ევროპის ქუჩა სამგორის რაიონში, აეროპორტიდან ამოსასვლელი, რომელიც მოასფალტდება, ასევე, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და განახლდება გამწვანება. ეს ქუჩა არის თბილისის სახე და ქმნის პირველ შთაბეჭდილებას საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის. შესაბამისად, გვინდა, ის მოწესრიგებული და გალამაზებული იყოს. სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის მთლიანად დასრულებული იქნება” – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად ხორციელდება. თავდაპირველად, გადაიკეტა აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით სავალი ნაწილი ერთი თვის განმავლობაში და საპირისპირო მიმართულება დროებით ორმხრივი გახდა. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, სამუშაოები თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით განხორციელდება და საპირისპირო მიმართულებაზე სატრანსპორტო ნაკადი ასევე, 30 დღით გადაერთვება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება საავტომობილო სავალი გზის ნაწილს, განახლდება ბორდიურები და ტროტუარი, გამყოფ ზოლში მოეწყობა თვალამრიდები. 40 000 მ2 სიგრძეზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია “ჯეუ გრუპი” ახორციელებს. რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული ვადა 80 კალენდარულ დღეს შეადგენს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან რეაბილიტაციაზე დაახლოებით, 3 000 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები მერთან ერთად, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძემ და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ დაათვალიერეს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

“კახა კალაძე, იყავი და მუდამ იქნები ღირსეული! ასე ფიქრობს თბილისი, ასე ფიქრობს ხალხი!❤️” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ჟურნალისტის და პიარტექნოლოგის, ლალი მოროშკინას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...