სამშაბათი, მაისი 7, 2024

“მათ აქვთ პანიკური შიში წერილის და სხვა რაღაცაზე რა იქნება, თქვენ წარმოიდგინეთ!” – კობა ნაყოფია

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში მოინახულა “ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა კობა ნაყოფიამ. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ დეპუტატმა ისაუბრა იმ შეზღუდვების თაობაზე, რაც მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში დაუწესდა:

,,ყველაფრის ეშინიათ. დღეს არის კიდევ ახალი ,,ნოუჰაუ“ მინდა, გითხრათ! თქვენ კარგად იცით, რომ დღეს დამხვდა ახალი ამბავი. მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები, ანუ მისი ხმის ეშინიათ ხომ?! – დიდი ხანია ეს ამბავი ვიცით!

ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს, ჩაკეტეს ისე, რომ გარედანაც კამერამ ვერ ნახოს და ვერცერთმა მისმა მომხრემ. ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი.

ახალი ამბავია დღეს: ის, რომ მასთან მიმსვლელს წერილსაც კი არ ატანენ, როცა შევდიოდი გამაფრთხილეს, მე პირადად, რომ მიხეილ სააკაშვილის წერილის გამოტანა არ შეიძლებ და ეს შეიძლება გაიგზავნოს მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი შესაძლებლობა, ალბათ, რომ მივიღოთ მისგან წერილები იქნება ფოსტა ან ადვოკატი.
ანუ პარლამენტის წევრი, რომელიც მასთან შევა, ან ექიმი, ან სხვა ოჯახის წევრი, წერილს მიხეილ სააკაშვილისგან ვერ წამოიღებს.

გასაგებია, რომ ჯერ ხმის ეშინიათ, სასამართლო პროცესი გადადეს, რომ ხალხმა ის ვერ დაინახოს, ახლა უკვე თვითონ ეცინება და ხუმრობს ხოლმე თავის კალიგრაფიაზე მიხეილ სააკაშილი – ამ კალიგრაფიით დაწერილი წერილისაც ეშინიათ დღეს ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. თქვენ მეკითხებით ახლა მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა რა პანიკაში იქნება ხელისუფლება, ეს რომ დაუშვას…

მათ აქვთ პანიკური შიში წერილის და სხვა რაღაცაზე რა იქნება, თქვენ წარმოიდგინეთ!“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული