შაბათი, ივლისი 12, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"სასამართლო დაადგენს მათი ბრალეულობა იყო ჩამონგრევა თუ სხვა...

“სასამართლო დაადგენს მათი ბრალეულობა იყო ჩამონგრევა თუ სხვა რამემ გამოიწვია” – ვახტანგ გომელაური მიმდინარე გამოძიებაზე

ბათუმში, ტრაგედიის ადგილას, იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. ჟურნალისტებთან კომენტარში ვახტანგ გომელაურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების თაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პასუხისგებაში მიეცემა ყველა დამნაშავე:

,,რაც შეეხება პასუხისგებაში მიცემას – იცით, რომ პასუხისგებაში მივეცით 3 ადამიანი, ბინის მეპატრონე და 2 პირი, რომლებიც აწარმოებდნენ სამუშაოებს პირველ სართულზე. სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ჯერ-ჯერობით დაზუსტებით არ შეგვიძლია ვთქვათ, სასამართლო დაადგენს მათი ბრალეულობა იყო ჩამონგრევა თუ სხვა რამემ გამოიწვია.

გამოძიება მიდის ყველა მიმართულებით. დამნაშავე თუ გამოვლინდება მიეცემიან პასუხისგებაში, – თუ არასწორი ნებართვა გაიცა ან არასწორად აწარმოეს რამე საბუთები. შესაძლოა გაიზარდოს დასაკავებელ პირთა წრე.

მიშენების პრობლემა, სამწუხაროდ, 90-იანი წლების უბედურებაა როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. ხელისუფლებას უნდა მიეხედა 90-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, დღემდე ყველა ხელისუფლებას, მათ შორის. თუმცა, ბოლო წლებში, მე ვიტყვი, რომ მიშენებები აღარ განხორციელებულა თბილისში მით უმეტეს – ეს არ დაშენებულა არც 5 და არც 6 წლის წინ, არამედ 15 წლის წინ. ზუსტად ამ კორპუსზე ვსაუბრობ რაც ჩამოინგრა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...