ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ქართულმა საზოგადოებამ რევანშს მოწყურებულ, სიცრუესა და სიძულვილზე აგებულ...

“ქართულმა საზოგადოებამ რევანშს მოწყურებულ, სიცრუესა და სიძულვილზე აგებულ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს გასცა საკადრისი პასუხი” – ირაკლი კობახიძე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე შეფასებებს აძლევს ცესკოს მიერ დილით გამოქვეყნებულ პირველად შედეგებს, რომელიც დღეს დილით არსებულ, 2775 საარჩევნო უბნის მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა. მმართველი პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა:

კიდევ ერთხელ მივულოცავ ყველას „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებას.

როგორც უკვე მოგეხსენებათ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები, რომლის თანახმად „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ქვეყნის მასშტაბით. შეგახსენებთ, 2 775 საარჩევნო უბნის მონაცემებს:

  • ქართული ოცნება – 47,83%
  • ნაციონალური მოძრაობა – 30,69%
  • საქართველოსთვის – 7,48%
  • ლელო – 2,62%
  • ევროპული საქართველო – 1,75%
  • პატრიოტთა ალიანსი – 1,43%
  • მესამე ძალა – 1,31%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება – 1,22%

ყველა სხვა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტზე ნაკლები მიიღო.

გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო უბნების სამი მეოთხედი უკვე დათვლილია, ბუნებრივია, ეს მონაცემები არსებითად აღარ შეიცვლება.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 64-დან 44 საარჩევნო ოლქში. მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში.

ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც. თუმცა, ბუნებრივია, ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც. კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. როგორც მოგეხსენებათ, 26 წევრი სჭირდება უმრავლესობას თბილისის საკრებულოში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართული ოცნების“ გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გამარჯვება.

ქართულმა საზოგადოებამ რევანშს მოწყურებულ, სიცრუესა და სიძულვილზე აგებულ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს გასცა საკადრისი პასუხი.

საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ საზოგადოებას ჩვენს საერთო გამარჯვებას,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

“სააკაშვილის ბანერი უშლის ხელს ქოცებს ქოცების მოშორებაში. რა არის აქ გაუგებარი?!” – ზაზა ბიბილაშვილის...

„ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...