spot_img
მთავარიინტერვიუ"უნდა დასრულდეს ყოველგვარი დაპირისპირება, რაც ქვეყნაში ხდება და...

“უნდა დასრულდეს ყოველგვარი დაპირისპირება, რაც ქვეყნაში ხდება და პატივი ვცეთ, ყველა პოლიტიკური პარტიის წინა საარჩევნოდ ჩატარებულ სამუშაოებს” – მიხეილ მეტეევი

,,მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ბოლნისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა მიხეილ მეტეევმა სააგენტო პარალელთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პარტია ,,საქართველოსთვის“ აქტივისტებმა ,,მესამე ძალის“ მიერ გაკრულ პლაკატებს გადააკრეს საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატის პოსტერები. როგორც მეტეევი აღნიშნავს, ეს არის უპასუხისმგებლო და სამარცხვინო საქციელი:

,,საქართველოში ბევრი სივრცეა, სადაც პლაკატების განთავსება შეიძლება და ვთვლი, რომ ეს სივრცეები თანაბრად უნდა გადაინაწილოს ყველა პარტიამ. ჩვენი მასალა განთავსებული იყო მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.

ამორალურია ზოგადად სხვის პლაკატს შენი გადააკრა. ყველგან, სადაც ჩვენი პლაკატები განთავსდა იყო დატოვებული სივრცე სხვა საარჩევნო სუბიექტებისთვის და ვერავინ იტყვის ,,მესამე ძალის“ მხრიდან სხვის პლაკატებზე გადაკვრის ფაქტებს. ეს არის სირცხვილი უპასუხისმგებლობა, არაკაცობა – მეტი არაფერი!

ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული პრონციპებით სახელმწიფოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია თანაბარ პირობებში უხდებოდეს ყველა პარტიას წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება.

აქ მხოლოდ პლაკატებზე არ არის საუბარი, არამედ უნდა დასრულდეს ყოველგვარი დაპირისპირება, რაც ქვეყნაში ხდება და პატივი ვცეთ, ყველა პოლიტიკური პარტიის წინა საარჩევნოდ ჩატარებულ სამუშაოებს“, – განაცხადა მიხეილ მეტეევმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ისვენებს და კვლავ ცდილობს მისთვის ჩვეულ უსინდისო სტილში “რიყის...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი რიყის დოქებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...