კვირა, აგვისტო 3, 2025
36.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოასახელმწიფო მინისტრის აპარატი მშვიდობის მშენებლობის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული...

სახელმწიფო მინისტრის აპარატი მშვიდობის მშენებლობის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურ ჯილდოს აწესებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურ ჯილდოს აწესებს სახელწოდებით – „სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ (SMR Peace Award for Youth).

ჯილდო გადაეცემა ახალგაზრდას/ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, თავიანთი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში.

ჯილდოს მიღება, პირის ან პირთა ჯგუფის წარდგინების საფუძველზე, შეეძლება ნებისმიერ ახალგაზრდას (18-დან 29 წლამდე), ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც:

• კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების/მშვიდობის მშენებლობის თემაზე ახორციელებს აკადემიურ საქმიანობას (აწარმოებს კვლევებს ან/და წერს ნაშრომებს);
• მონაწილეობს ქართულ-აფხაზურ/ქართულ-ოსურ ნდობის აღდგენის პროექტებში, ან თავად ახორციელებს მსგავსს ინიციატივებს;
• დახმარებას უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, ან აქტიურად ხელს უწყობს მსგავსი დახმარების მოზიდვას;
• ჩართულია სამოქალაქო აქტივობაში მშვიდობის მშენებლობის მიზნით.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ 2022 წლიდან გაიცემა.

იბფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...