შაბათი, ივნისი 28, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოგიწოდებთ, გარე ბილბორდებზე უზრუნველყოთ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი...

“მოგიწოდებთ, გარე ბილბორდებზე უზრუნველყოთ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა” – ამირან გამყრელიძე

თბილისში გამოჩენილ ე.წ. სისხლიან ბანერებთან მიმართებაში გამოთქმულ მწვავე შეფასებებს, იმ კონტექსტში, რომ ეს ბანერები გადააკრეს ვაქცინაციის მოწოდების შინაარსის მქონე ბანერებზე, ეხმიანება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ადასტურებს რომ ბანერების განთავსების კონტრაქტორ მხარეს წარმოადგენს, თუმცა მისთვის ცნობილი არ იყო თუ რა მიზეზით მოხდა ბანერების შეცვლა და მოუწოდებს გარე სარეკლამო ბაზრის კომპანია „ალმა“-ს ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა:

როდესაც, ყოველდღიურად, სამწუხაროდ ათასობით ადამიანი ავადდება, ათეულობით კი იღუპება, ამ ვერაგი დაავადებით და ამავდროულად, ბოლო დღეების განმავლობაში, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარის მქონე ბანერით ჩანაცვლებას.

ამასთანავე, ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც შესაძლებელია მხარეთა მხოლოდ წინასწარი შეთანხმებით. რაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ მომხდარა. ბანერების შეცვლის თაობაზე ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.

მოგიწოდებთ, გარე ბილბორდებზე უზრუნველყოთ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების რეალური საშუალება.

ამ შინაარსის წერილი დღეს ოფიციალურად გაეგზავნა კომპანია “ალმას” და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გაითავისებენ იმ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც დღეს თითოეულ კომპანიას, თითოეულ ადამიანს აქვს, ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...