კვირა, მაისი 25, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდენის რამდენიმე წამიანი გათიშვები და თელასის პასუხისმგებლობა აბონენტების...

დენის რამდენიმე წამიანი გათიშვები და თელასის პასუხისმგებლობა აბონენტების მიმართ

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ვაქვეყნებთ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელებულ სტატუსს, სადაც ყურადღებაა გამახვილებული, თელასის მხრიდან გახშირებულ, დენის რამდენიმეწამიან გათიშვებზე:

“დღეს დილით, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ჩვენს უბანში (სავარაუდოდ სხვაგანაც და სხვა დროს, არაერთხელ), 7-8-ჯერ მაინც გაითიშა დენი 4-5 წამით და ასეთი ქმედებებით უკვე მერამდენედ შეგვახსენეს 90-იანი წლები. ვრეკავ თელასის ცხელ ხაზზე და ვუხსნი ოპერატორს ფაქტის, შექმნილი დისკომფორტისა და სხვადასხვა მოწყობილობის დაზიანების (რამაც, შესაძლოა, მოგვიანებით იჩინოს თავი და ამიტომ ვერ დავუმტკიცოთ თელასს, რომ მათი ბრალეულობის გამოა) რისკის შესახებ. მიღებული პასუხი – დემაგოგიური, “ხდება ხოლმე”, “თუ რამე არ მოგწონთ მოგვმართეთ განცხადებით” და კიდევ ათასი “კეთილი რჩევა”, არადა განხორციელებული ზარის დროს საუბარი იწერება და წესით იგი განცხადების ტოლფასი უნდა იყოს, ამასთან, მინიმუმ, ბოდიშს მაინც უნდა იხდიდნენ შექმნილი დისკომფორტის გამო, თუმცა ეს ფუჭი მოლოდინია…

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თელასი ნამდვილად ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას აბონენტებთან მიმართებაში!

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, თელასი ვერ აცნობიერებს თავის ვალდებულებებს მოსახლეობის მიმართ, სამაგიეროდ ძალიან კარგად იცის საკუთარი უფლებები და ეს არაერთ აბონენტს უგრძვნია საკუთარ თავზე…”

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ოპოზიციამ ისევე როგორც 9 აპრილი აქცია დაპირისპირებად, ახლა გეგმავენ ეს ყველაფერი 26 მაისს განახორციელონ”...

პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე 26 მაისი ღონისძიებასთან დაკავშირებით ვარაუდს...

“ორგანიზატორებმა გვითხარით, სეირნობას აპირებთ თუ განგრძობად აქციას?” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტ,...

“ჩერგოს და სალომეს ერთობას ებარებოდეთ‼️ მიშა გადადექი😃” – ელისო კილაძე

ე.წ. "პატიმრების წერილთან" დაკავშირებით მოხდა სიტუაციის გარკვევა-დაკონკრეტება, რასაც ირონიანარევი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გავმოძრავდეთ ცოტა – იქნებ ჩვენც მოვეწონოთ წუნკალს და დაგვითბეს😊” – ნინო ჯანგირაშვილი თეა წულუკიანზე

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძესთან საუბრისას თეა წულუკიანის განწყობას,...

“ჩერგო ვერ გაქაჩავს, ვერც სალომე – ნუ შეიქმნით ყალბ მოლოდინებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "წინააღმდეგობის პლატფორმის" მიერ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 24-27 მაისის პერიოდისთვის

23 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...