spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბატონ გახარიას ჰკითხეთ - იცოდა თუ არა მან,...

“ბატონ გახარიას ჰკითხეთ – იცოდა თუ არა მან, რას სჩადიოდა სუსი?” – ალეკო ელისაშვილი

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ სკანდალთან, მათ შორის სასულიერო პირების მოსმენებთან დაკავშირებით, მეუფე იაკობის განცხადებას გიორგი გახარიასთან მიმართებაში, ეხმიანება პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ გახარიას მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა უკანონო მოსმენები და ჟუნალისტებს მიმართავს, რომ ყოფილ პრემიერს ჰკითხონ – იცოდა თუ არა რა ხდებოდა სუს-ში:

,,მე ვიცი ერთი რაღაცა, რომ ის საზიზღარი საბჭოთა ტრადიცია, რაც არის საბჭოთა ,,კაგებეს“ დროიდან მოყოლებული, ოდესმე უნდა დასრულდეს. ,,სოდს“ დავარქმევთ, ,,კოდს“, ,,სუსს“ თუ რაღაცას – არ აქვს მნიშნვნელობა. როგორც ჩანს ეს სტრუქტურა არასოდეს არ იცვლის შინაარსს.

ბატონ გახარიას ჰკითხეთ მერე ჟურნალისტებმა, მე არ მინახავს თვალით გიორგი გახარია. ჰკითხეთ – იცოდა თუ არა მან, რას სჩადიოდა სუსი? იცოდა თუ არა, მაგალითად, – მისი მეგობარი ხოჯევანიშვილი იყო თუ არა ამ ყველაფრით დაკავებული? ერთი პასუხიც და მეორე პასუხიც საინტერესოა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის: ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, სასულიერო პირების ფარული მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით, ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში, გადაცემა “იმედი Live”-ზე განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ებრძოდა ეკლესიას და კონკრეტულ ფაქტები გაიხსენა:

,,გახარიასთან ურთიერთობა არ მსურდა არასდროს – იმის გამო, რასაც აკეთებდა. მე ადრე მაგაზე რაც ვთქვი, იმასაც გიდასტურებთ, რომ ეკლესიას ებრძოდა. რუსეთის რომელიღაც შედარებით დაბალი ჩინოვნიკის დონეზეა მაგ პროექტი. ისეთი კაცი იყო დიდი ხანი ვერ მოიშორეს – ხან კრიზისმენეჯერი დაარქვეს, კრიზისმეიქერობის გარდა არაფერი არ უკეთებია.

ჩვენი საუბარი შედგა 2018 წლის 15 იანვარს, ჩემთან მოსინჯვა ჰქონდათ, პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით, ჩემი თანხმობა უნდოდათ, რომ რესურსი და საშუალება მაქვს სინოდში და ეს მოხდებოდა, თითქოს პატრიარქს თვითონ უნდოდა და მერე თავის კანდიდატურას მოიყვანდა.

მაშინდელი შს მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია, სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა, რომ სასულიერო პირებზე – მღვდლებზე, ეპისკოპოსებზე შეეგროვებინათ კომპრომატები“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...