“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა” აჭარის გუნდი წარადგინა

18

“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა” აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე გიორგი ვაშაძემ ბათუმის მაჟორიტარად ბექა დიასამიძე დაასახელა:

მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი აჭარის გუნდი, რომელიც „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით იყრის კენჭს აჭარაში. პირობას გაძლევთ, რომ ესენი არიან თავისი ქალაქების, რაიონების მოყვარული ადამიანები, პატრიოტები, პროფესიონალები, რომლებსაც გულით სურთ, რომ შეიტანონ წვლილი ქვეყნის განვითარების პროცესში.

ბექა დიასამიძე – სამართალმცოდნე, პოლიტოლოგიისა და საჯარო მმართველობის მაგისტრი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ აჭარის რეგიონის ხელმძღვანელი, მრავალწლიანი გამოცდილებით, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში, „მესამე ძალის“ საკრებულოს პარტიული სიის პირველი ნომერი, მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმის ცენტრში, კახაბრის, აღმაშენებლის და ურეხის ოლქში

ჯონი საგინაძე – ფილოსოფოსი, 2020 წლიდან არის ჩართული „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიაში და დღემდე აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, ის არის „ მესამე ძალის“ საკრებულოს პარტიული სიის მეორე ნომერი

გიორგი მიქელაძე – საზღვაო ინჟინერი, გამორჩეულად აქტიური ახალგაზრდა, 2018 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი და ბათუმში შტაბის ხელმძღვანელი.

თამარ ჯორბენაძე – ქალაქ ბათუმის საკრებულოს ბათუმის სიის მესამე ნომერი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრი და ევროპის მცოდნეობის მაგისტრი

დავით ბერიძე – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჩვენი საკრებულოს სიის მეხუთე ნომერი

მერი ჩიბურდანიძე – ქალაქ ბათუმის საკრებულოს სიის მეექვსე ნომერი, ღირსეული დედა, რომელიც აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია მისი შვილების მომავალი

ომარ დავითაძე – „მესამე ძალის“ საკრებულოს კანდიდატობის წევრი

გიორგი ტარიელიძე – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, ჩვენი გუნდის საკრებულოს სიის წევრი

ნანა სურმანიძე – ხელვაჩაურში „მესამე ძალის“ საკრებულოს პარტიული სიის ლიდერი, მაჟორიტარობის კანდიდატი შარაბიძეების მაჟორიტარულ ოლქში

დავით მანელიშვილი – ქობულეთის სიის ლიდერი, მაჟორიტარობის კანდიდატი ბობოყვათში

თამაზ ბერიძე – ქედის მუნიციპალიტეტში ჩვენი გუნდის ლიდერი

რეზო ნაკაშიძე- ქედიდან, აგრონომი, ჩვენი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი ტაბაქედის მაჟორიტარულ ოლქში

ნოდარ ბერიძე – ისტორიკოსი, შუახევის მუნიციპალიტეტის გუნდის ლიდერი და სიის პირველი ნომერი

ზაზა ვანაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი ნომერი

ედნარ შანთაძე – აგრონომი, მაჟორიტარობის კანდიდატი ხულოში დეკანაშვილების მაჟორიტარულ ოლქში

გოჩა ხოზრევანიძე – პედაგოგი მაჟორიტარობის კანდიდატი ხულოში”, – გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები