კვირა, მაისი 11, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ხოჯევანიშვილი: „პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც...

გიორგი ხოჯევანიშვილი: „პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ცვლილება ისე, რომ არ დაუშვას რევანში“

ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოს, ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება. მაშინ, როდესაც სახელმწიფო უწყებები დემოკრატიული, სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას უნდა ემსახურებოდნენ, მათი მხრიდან ჩვენ პარტიასთან დაკავშირებულ პირებზე ზეწოლამ სისტემური ხასიათი მიიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს აქტივისტებს, კანდიდატებს და რიგით მხარდამჭერებსაც კი, უმძიმესი წნეხის პირობებში უწევთ წინასაარჩევნო პერიოდის გავლა“, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ზეწოლის მეთოდები მრავალფეროვანია. საჯარო სამსახურებიდან ათავისუფლებენ პარტიის წევრების ოჯახის წევრებს, აყადაღებენ პარტიასთან დაკავშირებული პირების უძრავ ქონებას, სინქრონულად ერთ დღეს და დროს შედის საგადასახადო და ფინანსური სამსახურები პარტიის მხარდამჭერთა კომპანიებში და ამით ხდება ბიზნესზე და კერძო სექტორზე ზეწოლა. მისივე თქმით, მოსყიდვისა და დაშინების გზით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ პარტიის კანდიდატებს, იარაღის ჩადების გზით იჭერენ განსაკუთრებულად აქტიურ მხარდამჭერებს.

ეს რეალობა ყოველდღიურ რუტინად იქცა საქართველოს თითოეულ რეგიონში, რაც ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარებას და სრულად ეწინააღმდეგება თავისუფალი საარჩევნო გარემოს პრინციპებს. ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ იყენებს პარტია „ქართული ოცნება“ თავისი ინტერესების გასატარებლად, სახელმწიფო ინსტიტუტებს“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, ეს ფაქტები სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის და შანტაჟის სისტემურ ხასიათს ადასტურებს.

როგორც ჩანს, ამ რეალობის შექმნით, მმართველი პარტია ცდილობს მოჩვენებით კონკურენციაში შევიდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პრაქტიკაში დააბრუნოს ზეწოლის და შანტაჟის ყველა ის მანკიერი მეთოდი, რომლითაც წლების წინ „განებივრებული“ იყო ქართული საზოგადოება. მმართველი პარტიის ეს აგონიური ქმედებები ვერ შეაჩერებს ქართული საზოგადოების სწრაფვას ცვლილებებისკენ. ქართულ საზოგადოებას აქვს ცხადი არჩევანი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გვთავაზობს წარსულში დაბრუნებას, „ქართული ოცნება“, რომელიც ყოველდღიურად გვაბრუნებს წარსულში და პარტია „საქართველოსთვის“, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე და შესწევს ძალა გაარღვიოს არსებული მახინჯი, ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა. სისტემა, რომლის ფარგლებშიც ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთთან ბრძოლის იმიტაციით ქვეყანას უსპობს განვითარების შესაძლებლობას. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ცხადია, რომ არსებული რეალობის შენარჩუნებით, ქვეყანა განვითარების პერსპექტივას კარგავს და ის დაუყონებლივ უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, ცვლილების სურვილთან ერთად საზოგადოებაში რევანშის შიში არსებობს და მმართველი ძალა სწორედ, ამ შიშის გამოყენებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. „პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ცვლილება ისე, რომ არ დაუშვას რევანში“.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...