შაბათი, ნოემბერი 1, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება...

“მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე” – ავთანდილ ხურციძე

სოციალურ ქსელში ცნობილი ქუთაისელი მოკრივის ავთანდილ ხურციძის („ჩაქუჩა“-ს) ძალზე ემოციური მიმართვა გავრცელდა, სადაც იგი აშშ საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ აუწყებს:

მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე😃😃.

თავისუფლება ზუსტად ისეთია როგორიც გახლავართ მე, გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ დარჩენილი რამოდენიმე ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში😀 და ამისთვის მქონდა მთელი ხუთ წლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში.

რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს. არ დაგზარდებით და აგისახავთ ამა თუ იმ პირობებს, ფეხბურთის სტადიონი სტანდარტებში მოთავსებული ირბინე ენის წაგდებამდე არაა პრობლემა😀 “კრუგზე” “შტანგების” და “ტრენაჟორების” დარბაზი, ტიხარი გვერდით სარბენი მანქანები ერთი ოთხი, რავიცი “სკაკალკები”, მძიმე ბურთები, პრესის “საკაჩაო” დანადგარები და სხვადასხვა ესეთი მოსამზადებელი საშუალება რაც ჩემს ქვეყანაში არასდროს არ მქონია. ასე რომ მე კმაყოფილი ვარ ესეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად მყოფი კარიერის გასაგრძელებლად.

დიდი მადლობა ამერიკას დროულად განთავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფა-ქცევით და დისციპლინის, მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის. აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის, ბოლომდე გვერდით დგომისთვის.

პატივისცემით თქვენი ავთანდილ ხურციძე

 

შეგახსენებთ, რომ შარშან ზაფხულში სააგენტო პარალელმა ექსკლუზიური ინტერვიუ აიღო ავთანდილ ხურციძესთან

ჩემი დაპატიმრება დიდ ფულთანაა დაკავშირებული – „ჩაქუჩა“

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოვუწოდებ ყველას, ვინც თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიულ შენობაში ცხოვრობს, ისარგებლონ ჩანაცვლების პროგრამით” – კახა...

2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა...

“ახლა უკვე ღირსების საკითხია, თუ გავუძლებთ ამ დიად გამოწვევას” – ბეჟან ჯავახია ოპოზიციურ პარტიებს...

ისტორიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ქვეყანაში შექმნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ვინც აქამდე ვერ მიხვდა რა ნაჯახიანი გიჟი ლეწავს ამ ქვეყანას ფუნდამენტურად, ბიძინას ჩიჩილაკი აუცილებლად...

მთავრობის მიერ განათლებაში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

"სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! -...

“ახლა ნახავთ რა ღირს ქოცის ე.წ. მხარდამჭერების ერთგულება და სიყვარული” – ნინო ჯანგირაშვილი

“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ წინააღმდეგობას მოჰყვება უფრო დიდი წინააღმდეგობა!!” – ელისო კილაძე

რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...