spot_img
მთავარიეს საინტერესოათბილისში ახალი კულტურული სივრცე "სკენე" იხსნება

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს გაიხსნება. მომღერალ ნინო ბაშარულის ინიციატივა ქართული კულტურის ორ უდიდეს სიმბოლოს — მუსიკასა და ღვინოს გააერთიანებს.

სიონის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ნაგებობის ქვეშ „სკენე“ თავს მოუყრის ღვინის ბარს, საკონცერტო დარბაზს, პარტნიორი კომპანიების სტენდების კუთხეს და დღის კაფეს.

120-დან 200-მდე სტუმრის მიღებაზე განსაზღვრული სივრცე ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას კულტურულ საღამოებს უმასპინძლებს.

ღვინის ბარი ქართული მეღვინეობების ავთენტური, თანამედროვე ბრენდების სახლი გახდება. პარტნიორი კომპანიები ყოველკვირეულად ჩაატარებენ დეგუსტაციებსა და მასტერკლასებს ქართული და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.

სცენა ეროვნული მახასიათებლებისა და იდეის მატარებელ ანსამბლებსა და შემსრულებლებს დაეთმობა — მათ, ვინც ქართულ კულტურას მსოფლიოს წინაშე წარადგენენ. გახსნის ღონისძიებაზე იმღერებენ ფოლკლორული ჯგუფი „ჩვენებურები“, ლელა ნაყეური, ქალაქური კვარტეტი; მუსიკალურ ნაწილს შეავსებს ჰენდპენების ჯგუფი „ჰანგი“ და კლასიკური მუსიკის ორკესტრი. ასევე, შოუს წარადგენს ქვიშით მხატვარი ნონა გიუნაშვილი.

„სკენეს“ მიზანია, შექმნიდან ერთი წლის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურული მიზიდულობის ცენტრად გარდაიქმნას, სადაც ტურისტები, ბიზნესი და საზოგადოება თანამედროვე ქართულ ხელოვნებას ეზიარებიან.

როდესაც ამ აგურის უძველეს თაღებში მოვექეცი, მივხვდი, რომ აქ კედლები უკვე თვითონ სპექტაკლი იყო. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ თეატრი კი არ აგვეშენებინა, არამედ სივრცე აგველაპარაკებინა, რომელიც საუკუნეებია დუმს. ეს არის თითქოს თავისებური დაბრუნება საწყისებთან, „სკენესთან“, სადაც მხოლოდ შემოქმედი, სტუმარი და მათ შორის არსებული ძალიან გულწრფელი ენერგია იქნება.

აქ თავს მოიყრიან მუსიკოსები, რომლებიც საოცარ ინსტრუმენტებზე უკრავენ, როგორიცაა ჰენდპენი, ჩვენებურად ჰანგი, ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ ექსპერიმენტების; რეჟისორები, რომლებსაც აგურის ფაქტურა უფრო აინტერესებთ, ვიდრე მდიდრული დეკორაციები; ეს იქნება თავშესაფარი ადგილი მათთვის, ვისაც სურს თავისუფალი ხელოვნების შექმნა”, — ნინო ბაშარული, დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის:
თარიღი: 2026 წლის 17 აპრილი,
ადგილი: სიონის 8, “ქარვასლას” შენობის თაღებიანი დარბაზი “ღვინის მუზეუმის” გვერდით.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ანა დოლიძე: “ეს კვირა უმძიმესი იყო ივანიშვილის მთავრობისთვის”

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და...

“ბ–ნი ბიძინაც ხომ ჩვენთვის წვალობს” – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი, ყაზახეთში კონსტიტუციის ცვლილებას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ირონიული...

“მაშინ ვბერდებით, როცა ჩვენს ბედნიერებას სხვებს ვანდობთ…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფასი ასლის მოსაზრება-შეფასებები, 5-პუნქტიანი ვარაუდები დაბერებასთან დაკავშირებით: "მაშინ ვბერდებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...