spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გპირდებით, მე ვიზრუნებ რომ ისნის რაიონი გახდეს სოციალური...

“გპირდებით, მე ვიზრუნებ რომ ისნის რაიონი გახდეს სოციალური სოლიდარობის სამაგალითო რაიონი” – თეონა ჭალიძე

დღეს “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. დედაქალაქში ისნის მაჟორიტარობისთვის თეონა ჭალიძე იბრძოლებს. როგორც ჭალიძე აღნიშნავს, ის იზრუნებს რათა ისანი სოციალური სოლიდარობის სამაგლითო რაიონად იქცეს

ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატობა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. მე არ ვარ მდიდარი ოჯახიდან, შესაბამისად ძალიან კარგად ვიცი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის და ისნის რაიონის მაცხოვრებლების ყოველდღიური პრობლემები. მე ვმუშაობდი ისნის რაიონის გამგეობაში, მანამ სანამ დღევანდელი “ქართული ოცნების” ხელისუფლება გამანთავისუფლებდა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ 4 წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, შეიძლება ითქვას მე მათ მოვუგე სამივე ინსტანციის სასამართლო, ამით ვამაყობ. მე გავეცანი ისნის რაიონის მაცხოვრებლების პრობლემებს, ვიდრე ვმუშაობდი გამგეობაში და დღემდე არ გამიწყცეტია კონტაქტი ადგილობროვ მაცხოვრებლებთან. 

ბევრ თქვენგანს სახეზე ვცნობ, ბევრსაც პირადად და დღეს, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის გაჩერებული, მეც ისევე განვიცდი, როგორც თქვენ. განსაკუთრებით იმიტომ განვიცდი, რომ ვიცი ძალიან ბევრი მოქალაქის ოჯახი დარჩა ყოველდღიური საარსებო შემოსავლის გარეშე, ხელისუფლებას ეს არ ადარდებს, ეს იყო უგუნური გადაწყვეტილება.

გპირდებით, მე ვიზრუნებ რომ ისნის რაიონი გახდეს სოციალური სოლიდარობის სამაგალითო რაიონი, სადაც იქნება პლატფორმა, რესურსები თანაბრად გადანაწილებული და პირობას ვდებ, რომ არცერთი ადამიანი ისნის რაიონში არ იქნება მშიერი, პირადად ვიზრუნებ შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის, ბავშვების, ხანდაზმულების, მარტოხელა დედების და მამების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებებზე და მათი უფლებების დაცვაზე. ქალების მხარდაჭერა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მე, როგორც ქალს მინდა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს სწორედ ქალებზე ორიენტირებული და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკა გავატარო.

მე მაქვს იმედი – ვაზისუბნელებო, ავლაბრელებო, მერვე ლეგიონის და მეტრომშენის მაცხოვრებლებო და რა თმა უნდა ჩემო უბნელებო, ზუსტად ვიცი, რომ ამ არჩევნებზე გავიმარჯვებთ. გახსოვდეთ რომ თქვენი ერთი ხმა არის გადამწყვეტი, მეც ვიქნები ერთი ნომერი, გელოდებით არჩევნებზე”, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემაზე დისკუსიის გახსნა…” – ირაკლი კობახიძე

ტვ "იმედზე" გადაცემა "ღია ეთერში", მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ...

“ეს არის დამარცხებული განულებული პოლიტიკური ძალა, რომელმაც გინდ მიშა იძახოს და გინდ მიშა აძაგოს...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ოპოზიასთან მიმართებით მწვავე პოლიტიკურ...

“საიდუმლო გასკდა: სად დაიკარგა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი…” – რომან გოცირიძე

ტელეკომპანია "იმედის" და "ლიბერთი ბანკის" ყოფილი მფლობელის, ირაკლი რიხაძის...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...