spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილი არის წარსულში, მეორე პოლიტიკური...

“ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილი არის წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს” – გრიგოლ ვაშაძე

,,მესამე ძალას“ ოფიციალურად შეუერთდა გრიგოლ ვაშაძე და პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციაზე მოსახლეობას გააცნო თავისი პოზიცია, თუ საითკენ უნდა იყოს მიმართული ქვეყნის კურსი. ასევე, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა 2 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისა და პოზიციის დაფიქსირებისკენ:

,,მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო! გიორგი ვაშაძემ უკვე ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს სამშობლოს აქვს. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, გაამახვილა შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე, სადაც როგორც ყოველთვის, ტრადიციულად, ქართველებს არც ეროვნული შეთანხმება გვაქვს, არც კონსესუსი და არც ერთად მუშაობის სურვილი, სამწუხაროდ, სადაც დემოკრატია დემაგოგიით არის ჩანაცვლებული, დიალოგის მაგივრად გვაქვს პირადი შეურაცხყოფების და ერთმანეთის რეპუტაციის განხილვის ტალღა, ერი მოსახლეობით არის ჩანაცვლებული და ერთობა კიდევ – ცენტრალიზაციით. და ამ დროს ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რა ხდება ჩვენს გარშემო! საითაც გავიხედავთ, აბსოლუტურად სულ ყველგან, ჩვენ გარშემო, ჩვენ რეგიონში, რეგიონის გარეთ – არის ომი. უკრაინაში, სამხრეთ კავკასიაში, ჩვენს ორ მეზობელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სირიაში, ავღანეთში არის ომი. გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რბილად რომ ვთქვათ ძალიან, რომ მას ეგონოს, ეს ჩვენ არ შეგვეხება.

მივაღწიეთ ჩვენ იმით, რომ 30 წლის განმავლობაში ვერ შევქმენით ნორმალური ფუნქციონირებადი დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული დემოკრატია. მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენ მოკავშირეებს ჯერ იმედგაცრუება გადაეზარდათ გაღიზიანებაში, გაღიზიანება – სრულ პესიმიზმში. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენ მოკავშირეებს ვაჩვენოთ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური სახე და კურსი. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ დავრჩებით მარტო და ვინ მოიგებს ამით თქვენ მშვენივრად გესმით!

რამდენიმე რამ არის სასწრაფოდ გასაკეთებელი:
1. პოლიტიკური შეთანხმება, რაც ჩვენმა მოკავშირეებმა – ბალტიის რესპუბლიკებმა, სამწუხაროდ, ვისაც ჩვენზე გაცილებით მეტი ჭკუა და გამოცდილება აღმოაჩნდა, 90-იანი წლების დასაწყისში გააკეთეს;
2. ნული სურპრიზები საგარეო პოლიტიკაში.
და საერთოდ, ჩვენ მოკავშირეებზე ნუ ლაპარაკობენ ის ადამიანები, ვისაც ეს ან არ ხელეწიფება, ან ეს მათი საქმე არ არის, ან განათლება არ ჰყოფნით, ან ჭკუა იმისათვის, რომ თავისი ნათქვამის შედეგი განსაზღვროს!

ეკონომიკური განვითარება სახელმწიფოსი: ჩვენ თუ საქართველოს მოქალაქე სიღარიბისგან და სიდუხჭირისგან გაგვექცა საზღვარგარეთ, აღარც NATO დაგვჭრდება, აღარც ევროპის კავშირი და შეიძლება ეს სახელმწიფოც დავკარგოთ.

აუცილებელია, აბსოლუტურად მთელი ყურადღების გადატანა ბავშვებზე და ქალებზე. იმიტომ, რომ ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფის ერთადერთი საშველი არის ეს. ჯანდაცვის პრიორიტეტი უნდა იყოს ბავშვები და ქალის ჯანმრთელობა.

ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, თუ გავაგრძელეთ ის, რომ ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილი არის წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს – დავკარგავთ სახელწმიფოს! ისტორია მეტ შანსს არ მოგვცემს! ამიტომ მთელი პროტესტი, რაც დაგიგროვდათ, მთელი გაღიზიანება კოვიდიდან დაწყებული ეკონომიკის მდგომარეობამდე დამთავრებული – ძალიან გთხოვთ, მობრძანდით არჩევნებზე, ვისაც გინდათ მიეცით ხმა, მაგრამ კარგად გათვალეთ, რომ ისევ არ აღმოვჩნდეთ იმ სიტუაციაში და იმ მოჯადოებულ წრეში, რაზეც დავდივართ 30 წელი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზუსტად ამდენი მტერი ჰყავს ქვეყანას, რაც გუშინ საღამოს ვიხილეთ – ოლიგოფრენთა მცირე ნაკადი” –...

"ოპოზიციის ალიანსის" მიერ ორგანიზებულ 26 მაისის საპროტესტო აქციას ირონიული...

“ქალებო, მნიშვნელოვანი დღეა და ამ დღეს ჩვენც ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ” – მარიკა არევაძე

ქალთა მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს 18:00 საათზე იკრიბება რუსთაველის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...