შაბათი, ივლისი 12, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"პენიტენციურ სისტემაში კოვიდინფიცირებული 105 მსჯავრდებულია, რაც მათი საერთო...

“პენიტენციურ სისტემაში კოვიდინფიცირებული 105 მსჯავრდებულია, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1 პროცენტს წარმოადგენს” – სპეციალური პენიტენციალური სამსახური

საპატიმრო ადგილებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და პატიმრების კოვიდინფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სპეციალური პენიტენციალური სამსახური:

პენიტენციურ სისტემაში კოვიდინფიცირებული 105 მსჯავრდებულია, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1 პროცენტს წარმოადგენს.

შემთხვევათა უმეტესობა მიმღებ დაწესებულებებში ახლადდაკავებულ პირებში გამოვლინდა. პროტოკოლის მიხედვით, მიმღებ ციხეებში ახლადდაკავებულები სპეცილურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში თავსდებიან. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ისინი შესაბამის პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში გადიან. მათი განთავსება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კოვიდ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება.

ამჟამად, 105 კოვიდინფიცირებულიდან 66 თბილისის ერთ- ერთ სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული, თუმცა ამათგან 52 კოვიდინფიცირებული ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ. სასტუმრო ნაწილში იმყოფება.

39 კოვიდინფიცირებული ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.

სპეცილური პენიტენციური სამსახური განმარტებით, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ისინი მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს.ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%- მდე უკვე ვაქცინირებულია,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...