კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოცი სიტყვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოცი სიტყვა

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის შესახებ ისაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პირველი წირვის ჩატარებისას.

“უფალი ბრძანებს, “აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას”. განგებითა ღვთისათა, ღვთის ლოცვა-კურთხევით,  აღვაშენეთ ეს ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, სახელზე და ეს კიდევ მოწმობს იმის შესახებ, რომ საქართველო იმყოფება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ.

მთელი ერი მოხარულია იმით, რომ დადგინდა, დღევანდელ დღეს იზეიმებოდეს რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და მოხარული ვარ, რომ ამას იზიარებს ჩვენი პრემიერ-მინიტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე.

განგებამ ღვთისამ ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა.

როცა მოციქულებმა ყარეს წილი, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მიიღო მონაწილეობა ღვთისმშობელმა დედამაც და მას ხვდა წილად ივერია და იმ დღიდან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!

გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს!

ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთანაა.

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი!

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.”

მიმართა მრევლს უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ.

 

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...