სამშაბათი, აპრილი 23, 2024

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მოძრავ პუნქტებში იქნება შესაძლებელი

მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში აიცრებიან.

ვაქცინაციის სივრცე სამგზავრო ავტობუსებში მოეწყო, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრა სასურველი ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

ვარკეთილი, გლდანი და სადგურის მოედანი – პირველ ეტაპზე, იმუნიზაციის პროცესი სწორედ ამ უბნებიდან დაიწყება.

სამგზავრო ავტუბუსების რაოდენობა თბილისსა და რეგიონებში ეტაპობრივად დაემატება

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული