spot_img
მთავარიაქტუალური თემებისაბოლოო მიზანი არის დამოუკიდებელი და ეფექტიანი უზენაესი სასამართლოს...

საბოლოო მიზანი არის დამოუკიდებელი და ეფექტიანი უზენაესი სასამართლოს ჩამოყალიბება – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი რამდენიმე საფეხურისგან შედგება და საზოგადოებას დაკვირვების საშუალება ექნება, რომ ეს პროცესი იქნება ზედნიწევნით ღია და გამჭვირვალე.

ჩვენ შევიმუშავეთ ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც კანონშია გაწერილი, ახლა არის საბჭოს გადასაწყვეტი, თუ ვის წარადგენს ამ ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე პარლამენტში და აქ ვერ მიიღება ვერავითარი თვითნებური გადაწყვეტილება, იმდენად ღიაა და გახსნილი პროცესი” – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესთან დაკავშირებით.

ეს პროცესი მოიცავს გასაუბრებებს, მოიცავს თითოეული კანდიდატის შეფასებას და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ჩვენ დაგვაზღვევს იქიდან, რომ რაიმე თვითნებური გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, შემდეგ, სია უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იქნება წარმოდგენილი და პარლამენტი გადაწყვეტილებას ასევე მაქსიმალურად ღია პროცედურის საფუძველზე მიიღებს.

“თითოეულ მოქალაქეს ექნება თვალყურის დევნების საშუალება. მათ შორის, კომიტეტის შესაბამისი სხდომები, გასაუბრებები იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. ჯერ საბჭო და შემდეგ პარლამენტი, მიიღებენ გადაწყვეტილებას და საბოლოო მიზანი არის, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი და ეფექტიანი უზენაესი სასამართლოს ჩამოყალიბება და ეს მიზანი, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება მიღწეული” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ცნობისათვის: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა დაიწყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2019 წლის 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.

შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ა.წ. 10 მაისს მიიღო.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...