სემეკმა ელექტრომობილების დამტენის ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების საფასური გაანახევრა

14

სემეკი ინფორმაციას ავრცელებს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ელექტრომობილების დამტენის ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების საფასური განახევრდა:

შეღავათიანი პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ დამტენი მოწყობილობის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომლით სარგებლობა არ იზღუდება პირთა წრისთვის და არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის.

დამტენი სადგურის გამოყენება (ელექტროენერგიის მოხმარება) სხვა მიზნობრიობით დაუშვებელია.

სადგურის მისაერთებელი სიმძლავრე არ მონაწილეობს მისი განთავსების ადგილზე ობიექტის ან განსაზღვრული ტერიტორიის მისაერთებელი სიმძლავრის გამოთვლაში.

კომენტარები