კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაგანგებო სიტუაციამაშველებმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე შეუძლოდ მყოფი ტურისტები თბილისში...

მაშველებმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე შეუძლოდ მყოფი ტურისტები თბილისში გადმოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს ტურისტებისთვის აუცილებელი დახმარების გაწევის თაობაზე:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ტურისტულ თავშესაფარში იმყოფებოდა 4 მოქალაქე, რომლებიც იყვნენ შეუძლოდ და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება სწრაფად მოახდინა. მოქალაქეების დასახმარებლად სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდნენ.
მეხანძრე-მაშველებმა შეუძლოდ მყოფი საფრანგეთის 3 და საქართველოს ერთი მოქალაქე ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ჩამოიყვანეს, საიდანაც მოხდა მათი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...