შაბათი, მარტი 15, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს 74 ადამიანი გარდაიცვალა და თითოეული მათგანი გარდაიცვალა...

“დღეს 74 ადამიანი გარდაიცვალა და თითოეული მათგანი გარდაიცვალა იმიტომ, რომ ხელისფლებამ ვერ დაიცვა, ვერ უზრუნველყო მათი სიცოცხლის უფლება!” – სერგო ჩიხლაძე

ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, კოვიდინფიცირების საგანგაშო მდგომარეობასა და გარდაცვალების კატასტროფულ მაჩვენებელს – გარდაცვალების მთელი პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი სერგო ჩიხლაძე:

ახლა არც ისტორიული პარალელების დროა და არც ყალბი პათეტიკის ან თუნდაც – არაყალბის. არ ვაპირებ ახლა იმაზე ვისაუბრო, რას წერენ ჩვენზე უცხოეთში ან რომელი ვაქცინა უკეთესია. მინდა დავფიქრდეთ, რატომ ვართ ამ დღეში? შეიძლებოდა თუ არა, ამის თავიდან აცილება? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს, 74 ადამიანი გარდაიცვალა! ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაგვიანებული, არათანმიმდევრული ჯანდაცვის პოლიტიკის გამო, ყოველდღიურად ამდენ სიცოცხლეს ვკარგავთ?

დღეს 74 ადამიანი გარდაიცვალა! თითოეული მათგანი გარდაიცვალა იმიტომ, რომ ხელისფლებამ ვერ დაიცვა, ვერ უზრუნველყო მათი სიცოცხლის უფლება! ადამიანები იღუპებიან ხელისუფლების არაპროფესიონალიზმისა და დანაშაულებრივი გულგრილობის გამო. ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ ხელისუფლებამ მიატოვა. მიატოვა სწორედ მაშინ, როდესაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს დახმარება ვაქცინა იყო! ეს დახმარება საინფორმაციო კამპანიის წარმოება იყო! ეს დახმარება თითოეული ადამიანისთვის იმის ახსნა იყო, რომ სიკვდილზე გამარჯვებისთვის, იმუნიზაცია აუცილებელია!

ეს დახმარება 112 ის გამართული მუშაობა იყო, ეს დახმარება ოჯახის ექიმის ინსტიტუტისა და სასწრაფო დახმარების სიტემების გამართვა იყო! ეს დახმარება იყო ექიმებისა და ექთნებისთვის ღირსეული ხელფასის მიცემა, დაგვიანების გარეშე! ეს დახმარება სამედიცინო პერსონალის მობილიზება, მუდმივი გადამზადება და უსაფრთხოება! ეს დახმარება იყო თავის დროზე მასობრივი ტესტირება და შესაბამისი ქსელის აწყობა, რომელზეც ვაქცინაციის წერტილებიც დაშენდებოდა!… და კიდევ რამდენი…

ხელისუფლებამ ეს საჭიროებები ვერ უზრუნველყო. უფრო მეტიც, ხელისუფლების მეციხოვნე ეპიდემიოლოგ-ბიუროკრატები ისე დაეცნენ, რომ ტესტირების აუცილებლობაზე ამბობდნენ რომ „პანაცეა არ არის“! მრავალთვიანი სახლში გამოკეტვის შემდეგ, ვერც ჯანდაცვის სისტემა გამართეს და ვერც ეკონომიკას მიხედეს. დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაც ვერ მოახერხეს და ხელისუფლებამ ადამიანები სიკვდილის პირისპირ დაუცველად დატოვა.

სიმართლეა ისიც, რომ მაშინ, როცა ხელისუფლება დუმდა, ოპოზიცია, მედია, უცხოეთში მყოფი ექიმები თუ ჯანდაცვის ექსპერტები იმუნიზაციის აქტიურ კამპანიას ეწეოდნენ. უფრო მეტიც, კოვიდის მართვის არაერთი გეგმა და ალგორითმი გავუგზავნეთ ხელისუფლებას, მაგრამ ამის გამო კი, დაუღალავად გვლანძღავდნენ და გვლანძღავენ დღესაც. სიძულვილის ენით აღსასვე ფეისბუკპოსტების რეკორდსმენ ავტორებად იქცნენ ქვეყნის „წამყვანი“ სამედიცინო ბიუროკრატები, ნაცვლად იმისა, რომ დაუღალავად მოუწოდებდნენ ადამიანებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ. სიმართლეა ისიც, რომ ანტივაქსერული კამპანია მხოლოდ ხელისუფლებას აწყობდა ერთი მარტივი მიზეზის გამო – ვაქცინა ფიზიკურად არ იყო. ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს ფსევდო ქრისტიანული ფარისევლობით შენიღბული კამპანია, თავისი ათასგვარი თეორიებით…

ანტივაქსერები და ანტივაქსერული კამპანია ქართული „ნოუჰაუ“ ნამდვილად არ არის. ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც ვაქცინა შემოვიდა ქვეყანაში, მოსახლეობის 10 პროცენტამდე, ფაქტობრივად, 1,5 თვეში, სრულად ვაქცინირებულია და 23 პროცენტამდე – ერთჯერადად. თუ ხელისუფლებას არ აქვს უნარი, მოსახლეობის 60-70 პროცენტამდე სწორად მიიტანოს ინფორმაცია, იმუნიზაციის აუცილებლობაზე და მას ანტივაქსერული კამპანია ჯაბნის, მით უფრო, მისი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. შევხედოთ საფრანგეთს, შევხედოთ სხვა განვითარებულ ქვეყნებს, ანტივაქსერული კამპანიის პარალელურად, მოსახლეობის რამდენი პროცენტია აცრილი…

თანავუგრძნობ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, მთლიანად ქვეყანას, ამ უდიდეს ტრაგედიას, რომელიც ხელისუფლებამ თავისი არათანმიმდევრულობით და არაკვალიფიციურობით ქართულ „ნოუჰაუდ“ აქცია,” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ გაქვთ ფილტვები ქოცხროვავ, სუნთქავთ კიდევ თავისუფლად?” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“სისტემა უნდა დაინგრეს და ეს მხოლოდ ერთად შეგვიძლია!” – პაატა მანჯგალაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ერთიანობა ნაციონალური...

“ქოცნახირო, როგორ მოგეწონათ თემურ-ლენგის მემორიალთან ყვავილებით მისული ჩვენი ბრუტალური იკაკო?” – დავით ქაცარავა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ლიდერი, დავით ქაცარავა მთავრობის...

“ტრამპი ცვლის ამერიკელი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის აღქმას იმისა, თუ ვინ არის მტერი და ვინ...

,,ჭავჭავაძის კვლევითი” ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...