spot_img
მთავარიარჩევნები"მივმართავთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რომელმაც...

“მივმართავთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს საარჩევნო პროცესისადმი ნდობა” – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ:

საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესი დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება 3664 საარჩევნო უბნიდან. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ხელახალი კონკურსი 226 ვაკანსიაზე 151 საარჩევნო უბანზე გამოაცხადეს. საოლქო საარჩევნო კომისიების 145-მა წევრმა ნათესაური კავშირის დადასტურების გამო, 155 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევაში არ მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნების 58 %-ში 8 ვაკანსიაზე იყო 8 განცხადება.

იმ უბნებზე, სადაც სრულად ვერ შეივსო საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, საოლქო საარჩევნო კომისია, 3 დღის ვადაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეარჩევს.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა იხელმძღვანელეს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის მიზნით გამართული სხდომები ღიად, გამჭვირვალედ და კანონმდებლობის სრული დაცვით წარმართეს. ყველა უფლებამოსილ პირს ჰქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა და დაკვირვებოდა აღნიშნულ პროცესს. 94 დამკვირვებელი აკვირდებოდა არჩევებს, ასევე 44 საარჩევნო სუბიექტის და 7 მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები.

თუმცა, რამდენიმე დღეა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარეობს პროცესის დისკრედიტაცია, მიზანმიმართულად ფაქტების დამახინჯება და პროტესტის ნიშნად სხდომების დატოვება. ის ბრალდებები, რაც ამ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართით მედიით გავრცელდა, არის არაარგუმენტირებული და არაკომპეტენტური. მაგალითად, ოზურგეთის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია. იმაზე საუბარი, რომ კონკურსანტები, რომლებიც აღნიშნულმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა აირჩიეს, არიან მიკერძოებულები, ამ ეტაპზე არასწორია.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების მიზანს წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენა.

ამასთან, ჩართულ მხარეებს შეუძლიათ დააკვირდნენ მათ საქმიანობას. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, საარჩევნო კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდან საქმიანობის პროცესში გამოიკვეთება გადაცდომა, ამ საკითხზე რეაგირება აუცილებლად ექნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პროცესს. გამოვიდნენ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან და ნუ გაავრცელებენ საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით ცრუ ინფორმაციას.

აღვნიშნავთ, რომ არჩევნების სანდოობის უზრუნველყოფა წარმოადგენს არა მარტო საარჩევნო ადმინისტრაციის, არამედ ყველა ჩართული მხარის პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარე მივმართავთ მათ უზრუნველყონ საზოგადოებისთვის არჩევნების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რაც პირდაპირ ბმაშია პოლიტიკური სუბიექტის გზავნილებთან და ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანებას.

აქვე შეგახსენებთ, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების გარდა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, გაითვალისწინეს ცესკოს მიერ შემუშავებული სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმებიც, როგორიცაა: პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა და ა.შ.

კიდევ ერთხელ მივმართავთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს საარჩევნო პროცესისადმი ნდობა. საარჩევნო პროცესის შეფასებებისას მხედველობაში მიიღონ ყველა არსებითი გარემოება, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის შესახებ უსაფუძვლო და ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებისაგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...