ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ავღანეთში ხელისუფლება შეიცვალა: “თალიბანმა” ქვეყანაში ომის დასრულების თაობაზე განაცხადა

მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, აშშ სამხედრო კონტინგენტისა და მოკავშირეების მიერ ავღანეთის დატოვების თაობაზე, გააქტიურდა მოძრაობა “თალიბანი”. რამდენიმე დღიანი სამხედრო მოქმედებების შემდეგ “თალიბანი” შევიდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი მეუღლესთან ერთად უზბეკეთში, ტაშკენტში გაფრინდა. პრეზიდენტ ღანის განცხადებით, იგი ტოვებს თანამდებობას, რათა თავიდან იქნას აცილებული სისხლისღვრა. ამასთან პრეზიდენტმა, გადადგომის მომენტიდან, ავღანელი ხალხთან მიმართებაში, მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა “თალიბანს” დააკისრა. “თალიბანმა” დაიკავა პრეზიდენტის სასახლე.

თანამდებობას არ ტოვებს ვიცე-პრეზიდენტი ამურალა სალეხი. იგი აცხადებს, რომ რჩება ავღანათში, ხალხთან ერთად.

“თალიბანის” ერთ-ერთი ლიდერი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ავღანეთში ომი დასრულდა.

ქვეყანის მართვა, ამ მომენტისთვის, გადაეცა დროებით საბჭოს, რომელიც ხელისუფლებას “თალიბანს” გადასცემს. დროებითი საბჭოს შემადგენლობაში შედიან ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ხამიდ კარზაი და ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აბდულა აბდულა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში, 2014-20 წლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული