spot_img
მთავარირელიგია და ტრადიციააწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი "ქართუ"...

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი “ქართუ” დააფინანსებს

ბიძინა ივანიშვილმა აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები მეუფე თეოდორესთან ერთად მოინახულა.

„ძეგლებს შეუზღუდავად ვაფინანსებთ, მოსწრება უნდა, რომ არ ჩამოიშალოს. სიძველეები მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ “ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი უძველესი ტაძრების ხუთეულში შედის. 42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. უკვე ამოყვანილია კედლები, ახლო მომავალში დაიწყება გუმბათის დაშენება. აღდგენილ ტაძარზე უძველესი დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება. ფონდი „ქართუ“ სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 12, 5 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

აწყური პირველ საუკუნეშივე იქცა რელიგიურ ცენტრად – აქ ანდრია პირველწოდებულმა სასწაულები მოახდინა, რის შემდეგაც მოინათლა მხარის მოსახლეობა. ტაძრის დღევანდელი ნაშთები აგებული უნდა იყოს მე-10-11 საუკუნეებში. როგორც ცნობილია, აქ დიდი ხნის განმავლობაში იყო დაბრძანებული აწყურის სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი.

ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციას ფონდი „ქართუ“ დაარსებიდან – 1995 წლიდან ახორციელებს. ქართუს მიერ 900-ზე მეტი კულტურული და ისტორიული ძეგლი და ეკლესიაა რესტავრირებული.

მიმდინარე წელს ძეგლების აღსადგენად 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – 6 მილიონი ლარი. რეგიონში უკვე აღდგენილია 40-მდე ისტორიული ძეგლი. მათ შორისაა ვარძიის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში აღდგა გრუნტით დაფარული გამოქვაბულები და სამონასტრო კომპლექსი 20 %-ით გაიზარდა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ!” – მეუფე იაკობი

"ერთი საქართველო, ძლიერი საქართველო ვაშენოთ", - ამაზე გაამახვილა ყურადღება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...