პარასკევი, მარტი 14, 2025
16.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"14 აგვისტო უმძიმესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად საქართველოსთვის"...

“14 აგვისტო უმძიმესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად საქართველოსთვის” – თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 29-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

თეა ახვლედიანის განცხადებით, 14 აგვისტო თითოეული ჩვენგანის საერთო ტრაგედიაა და სწორედ ამიტომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს:

14 აგვისტო უმძიმესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად საქართველოსთვის, ასობით ათასი დევნილისა და იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ოჯახის წევრი და ახლობელი დაკარგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენ დავკარგეთ გმირები, რომელთა ხსოვნას მინდა პატივი მივაგო და ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე. ეს არის საერთო ტკივილი, საერთო ტრაგედია აფხაზთა და ქართველთა, რომელიც აუცილებლად უნდა დავძლიოთ მშვიდობის ძალით, შერიგების, ნდობის აღდგენის გზით, რათა არასდროს განმეორდეს ასეთი ტრაგედია,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრის მოადგილემაც:

დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს. ეს ის ტკივილია ჩვენი ერისათვის, რომელსაც დრო ვერ კურნავს. ჩვენ ვალში ვართ ჩვენს გმირებთან და ეს ვალია, რომ დაუღალავად ვიშრომოთ, გვიყვარდეს და პატივი ვცეთ ერთმანეთს და სწორედ ამდაგვარად შეგვეძლება სწრაფად განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენ შევძლოთ, ჩვენს ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, ერთიან ძლიერ სახელმწიფოში თანაცხოვრება,“ – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“5 მიზეზი, რატომაა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი მნიშვნელოვანი” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პოლიტიკური შეფასებებისას...

“როგორ გაქვთ ფილტვები ქოცხროვავ, სუნთქავთ კიდევ თავისუფლად?” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარტივად რომ ვთქვათ, ზარქუათი ვეღარავის გავაკვირვებთ” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება” – პაატა სალია

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას მინიშნებით, რომ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...