კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"კიდევ ერთხელ ჩავატარებთ დემოკრატიულ, სამართლიან, კონკურენტულ და თანაც...

“კიდევ ერთხელ ჩავატარებთ დემოკრატიულ, სამართლიან, კონკურენტულ და თანაც „კოვიდუსაფრთხო“, მაღალი სტანდარტების არჩევნებს, რომელშიც ჩვენ, კიდევ ერთხელ, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ” – აცხადებს მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას პირდება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება მაქსიმალურად „კოვიდუსაფრთხო“ სტანდარტების დაცვით და დემოკრატიულ, სამართლიან, კონკურენტულ გარემოში:

პირველ რიგში, მადლობას ვუხდით და ჩვენს უდიდეს პატივისცემას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ჩვენს გმირ ექიმებს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას.

თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს პირველ რიგში, გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული შეზღუდვების განუხრელ დაცვაში გამოიხატება.

ამ ფონზე, მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, თავისუფალი, კონკურენტული და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, კოვიდის გავრცელებისგან მაქსიმალურად დაცული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ასევე მივესალმებით „ცესკოს“ მზაობას, რომ ოქტომბერში გასამართ არჩევნებზე „კოვიდუსაფრთხო“ სტანდარტები მაქსიმალურად იყოს დაცული, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხო გარემოში შეძლონ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. რა თქმა უნდა, ამ პირობებში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ცესკოს თანამშრომლების მაქსიმალური ტემპით ვაქცინაცია.

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო, თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს.

გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, გარკვეული ტექნიკური პრობლემების გათვალისწინებით, ვერ ახერხებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბები იღებენ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაონ და აცრის მსურველ თითოეულ ადამიანს რეგისტრაციის გავლაში დაეხმარონ.

დარწმუნებულები ვართ, მიუხედავად მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, ერთად დგომით, პასუხისმგებლობის გააზრებით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, გაცემული რეკომენდაციების შესრულებითა და სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანების გმირული ბრძოლით, მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შევამცირებთ კორონავირუსის გავრცელების ტემპს, საბოლოო ჯამში კი, ერთად დავამარცხებთ ამ უხილავ, ძალიან საშიშ მტერს.

მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ჩავატარებთ დემოკრატიულ, სამართლიან, კონკურენტულ და თანაც „კოვიდუსაფრთხო“, მაღალი სტანდარტების არჩევნებს, რომელშიც ჩვენ, კიდევ ერთხელ, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,” – აცხადებს მამუკა მდინარაძე

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა”...

ირაკლი კობახიძის არჩევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...