spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაჩვენ, ყველანი დავიცავთ "რუსთავი 2"-ს და სიტყვის...

ჩვენ, ყველანი დავიცავთ “რუსთავი 2”-ს და სიტყვის თავისუფლებას – გიორგი ვაშაძე

“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” თავმჯდომარე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლის განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას არ აწყობს დამოუკიდებელი ტელევიზია. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე ბიძინა ივანიშვილი ღიად ცდილობს მთავარი ოპოზიციური მედიის ჩახშობას.

“ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ბიძინა ივანიშვილი ღიად ცდილობს მთავარი ოპოზიციური არხის ჩახშობას და დღეს უკვე ტელეკომპანიის წინააღმდეგ მორიგ იერიშს ახორციელებს. საკუთარ განცხადებებში მან ეს არაერთხელ დააფიქსირა და ყველა ღონეს ხმარობს, მიზნის მისაღწევად.

ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას არ აწყობს ტელევიზია, სადაც შეულამაზებლად და ობიექტურად შუქდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ტელევიზია, სადაც ხალხს შეუძლია ღიად თქვას სათქმელი და დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, არაერთხელ დაამტკიცა, რომ მან გადაუხვია პროდასავლურ კურსს. მსგავსი პროცესები აზიანებს ჩვენს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში.

ეს არის შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ! ცხადია, რომ ამ პროცესის მიზანი არის ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ჩვენ, წინ გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები გველის, ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანია, ამ არჩევნებმა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელეკომპანიის გარეშე ჩაიაროს.

მიმაჩნია, რომ მთელი საზოგადოება არის სოლიდარული “რუსთავი 2”-ს მიმართ, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენ, ყველანი დავიცავთ “რუსთავი 2″-ს და სიტყვის თავისუფლებას” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...