ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პროკურატურამ უნდა მოკითხოს ,,თბილსერვის“ ჯგუფის ხელმძღვანელობას - სად...

“პროკურატურამ უნდა მოკითხოს ,,თბილსერვის“ ჯგუფის ხელმძღვანელობას – სად მიდის იმ ხელთათმანების/ბატინკების და ფორმის ფული, რომელიც უნდა მოდიოდეს მუშამდე?” – ანა დოლიძე

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა სამუშაო პირობების არახელსაყრელი პირობების გამო გაფიცვა მოაწყეს, სადაც იმყოფებოდა მოძრაობა „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ ,,ის ფული, რომელიც ერგება ამ ხალხის ფორმას/ჩექმას/ბატინკს/ხელთათმანს, უნდა მოვიდეს თითოეულ მუშამდე. არა და ქრება, ღმერთმა იცის სად?“:

,,ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ხალხს, რომელიც დღეს გაიფიცა და რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა რეალური სურათი დავინახოთ, რა ხდება ქალაქის უმთავრეს სამსახურში. ეს ხალხი ალაგებს ჩვენს ქუჩებს, ეზოებს, როდესაც ჩვენ ვართ უკმაყოფილი ამ სერვისით, აი აქ უნდა მოვიდეთ და ვნახოთ სინამდვილეში სად ქრება ის საშუალებები, ის ფული, რომელიც უნდა დაიხარჯოს ამ სერვისში. ამ უბედურებაში, სუნში, ანტისანიტარიაში მუშაობენ, საათებს ატარებენ ეს ადამიანები, რომლებიც უნდა გვყავდეს ჩვენ მოვლილი და მიხედული. იმიტომ, რომ ქალაქის საქმეს აკეთებენ.

ეს ხალხი ითხოვს, პირველ რიგში დაცვას, რომ აქ არ იყოს შურისძიება, მუქარა და დაპირისპირება!

გაიყვანეთ თქვენი უსაფრთხოების სამსახურები და თქვენი პოლიცია! ეს ხალხი არის ჩვენი ქალაქის მომვლელები! მათ უნდა გაუფრთილდეთ! ის ფული, რომელიც ერგება ამ ხალხის ფორმას, ჩექმას, ბატინკს, ხელთათმანს, უნდა მოვიდეს თითოეულ მუშამდე. არადა ქრება, ღმერთმა იცის სად?!

მანქანები არის ამორტიზირებული, ყველგან არის ნაგვის წვენი და ზეთი დაღვრილი, რაც მთავარია, უკეთესი ანაზღაურება და არა ის მიზერული 4 ლარი, რომელსაც ესენი იღებენ საათში, დაზღვევა და ნორმალური, ის სამუშაო პირობები, რომელიც ამ ხალხს ეკუთვნის.

აქ უნდა მოვიდეს კახა კალაძე და ჩაიხედოს იმ ბიუჯეტში, რომელსაც ჩვენ ვიხდით და რომელიც აშკარად სხვაგან ქრება! ჩვენმა პროკურატურამ უნდა მოკითხოს ,,თბილსერვის“ ჯგუფის ხელმძღვანელობას – სად მიდის იმ ხელთათმანების/ბატინკების და ფორმის ფული, რომელიც უნდა მოდიოდეს მუშამდე?“ , – განაცხადა ანა დოლიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ორგანიზებული ფართო სამოქალაქო ფრონტი ჩამოშლის ამ სისტემას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

“ამაზე უფრო ბინძური სიტყვა ვიდრე “უსამშობლოა” არც კი მსმენია!!!” – თაკო ჩარკვიანი

“ქართული ოცნების” ლიდერების – მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...